შოუბიზნესი ბრიტნი სპირსის მამამ გამოისყიდა ჩანაწერი, სადაც მისი ქალიშვილის ბოიფრენდის ღალატია აღბეჭდილი 2014, 1 სექტემბერი, 20:06 ![]() მოხერხებულმა პაპარაცმა შესძლო და გადაიღო ვიდეო, სადაც დევიდი სხვა ქალთან ერთად ცეკვავს ბარში, ხოლო შემდგომ ქალ-ვაჟი მხურვალედ კოცნიან ერთმანეთს. ვიდეორგოლის ავტორებმა ფირის გაყიდვა გადაწყვიტეს და მათ და გასაოცრად ვიდეოს შესყიდვის პირველი მსურველი საკმაოდ დიდ თანხად, ბრიტნის მამა, ჯეიმი აღმოჩნდა. მამამ ვიდეოჩანაწერი მაშინვე ქალიშვილს აჩვენა.ბრიტნიმ განაცხადა, რომ მის და ლუკადოს ურთიერთობას წერტილი დაესვა. ჯერჯერობით ბრიტნის ყოფილ შეყვარებულს ამ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია, ხოლო მომღერლის მამამ ჯეიმმა განაცხადა, რომ ვიდეოს ამის შემდგომ ვეღარავინ იხილავს. 60 3-ს მოსწონს
|