x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
სათემო პოლიტიკა
ავტორი : მარიამ ხიზანაშვილი



სათემო პოლიტიკა ბრიტანული პოლიტიკის ერთ-ერთ სახეს
წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს ხალხში მოქალაქეობრივი, პოლიტიკური თვითშეგნების
ამაღლებას და ხალხის მაქსიმალურ ჩართულობას ლოკალურ დონეზე.სათემო პოლიტიკის გააქტიურება
განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა 1970-იან წლებში ლიბერალური ორიენტაციის მქონე პარტიებს
შორის, სათემო პოლიტიკის ლობისტებს შორის გამოირჩეოდნენ ბრიტანელი ლიბერალ-დემოკრატები, რომელთა
მთავარ მიზანსაც წარმოადგენდა საკუთარი იდეების პრაქტიკული განხორციელება აქტიური საარჩევნო
კამპანიის გზით, რამაც უდავოდ შედეგი გამოიღო და შემდგომში ლიბერალი-დემოკრატების მიერ
განხორციელებული საარჩევნო კამპანიები მრავალმა პოლიტიკურმა ძალამ გამოიყენა როგორც
გარანტი, რაც შეიძლება მეტი ელექტორატის მოსაპოვებლად.თუმცაღა აღასანიშნავია ის ფაქტი, რომ
სათემო პოლიტიკის იდეოლოგიურ წინაპირობად კლასიკურ ანარქიზმს მიიჩნევენ, სადაც განსაკუთრებული
ყურადღება თვითმმართველობასა და თანამშრომლობას ექცევა, თუმცაღა ანარქისტები თავიანთ
თეორიას სათემო სინდიკალიზმს უწოდებენ.პეტრე კროპოტკინის აზრით, ჯერ კიდევ 1789, როდესაც
საფრანგეთში რევოლუცია მძვინვარებდა, რევოლუციონრები არა ზემოდან მართულები, არამედ თვითმმართველობის
პრინციპით მოქმდებდნენ, რაც შეიძლება სათემო პოლიტიკის ადრეულ ვერსიად მივიჩნიოთ.


სათემო პოლიტიკის არსის უკეთ გასაგებად, საჭიროა გააანალიზება
იმ კონცეფციისა, რომელიც ამ ფრაზის უკან მოიაზრება.მრავალი მკვლევარი საზოგადოების სულიერ
დაკნინებასა და დახლეჩას თემის როლის დაკნინებას უკავშირებს, ვინაიდან ჯანსაღი საზოგადოებისათვის
, უპირველეს ყოვლისა ერთიანობის განცდაა აუცილებელი და ეს განცდა დღეს უაღრესად შესუსტებულია.სათემო
პოლიტიკის ლობისტების რწმენით, რადგანაც ყველაფერი საბოლოო ჯამში ინდივიდამდე დადის, მთავარი
ამოსავალი წერტილი იმ უნარების თუ პოტენციალის გაძლიერება/წახალისებაა, რაც ყველა ადამიანში
შეიძლება მოიძებნოს.სათემო პოლიტიკის მთავარი იდეა ადამიანის დამოუკიდებლობაა, რომ ადამიანს
აქვს იმის თავისუფლება და შანსი, მიიღოს ცოდნა, გამოსცადოს და პრაქტიკის გზით საკუთარ
გარემოზე იქონიოს ზეგავლენა - ეს არის ლიბერალიზმის რაციონალური, მონაწილეობრივი და
ლიბერტარიანული ტრადიცია.თუმცაღა ამგვარმა რწმენამ შეიძლება ინდივიდი თავისუფლების
ეგოისტურ გაგებამდეც კი მიიყვანოს, რის თავიდან ასაცილებლადაც ლიბერალებს თემის, როგორც
პასუხისმგებლობის და ურთიერთდამოკიდებულების მქონე ელემენტთა ერთობა შემოაქვთ.კომუნის
ყველაზე ეფექტურ სახედ მიიჩნევა მცირე რაოდენობის ადამიანებისაგან შემდგარი ერთობა, რომელთაც
შესწევთ სწრაფად რეაგირების უნარი, ასეთი კომუნები თავის წევრებში პასუხისმგებლობის
გრძნობას აღვივებენ და ამასთანავე უზრუნველყოფენ თითოეული შემადგენელი ელემენტის დაცულობას, კეთილდღეობას
და ბედნიერებას(გამომდინარე იქიდან, რომ კომუნები საჭიროების მიხედვით იქმნება და შესაბამისად, თითოეულ
წევრს თავისი დანიშნულება აქვს, რაც ინდივიდის თვითრეალიზაციას მაქსიმალურად უზრუნველყოფს).მრავალ
თეორეტიკოსს მიაჩნია, რომ სწორედ სათემო პოლიტიკას შესწევს უნარი ხელი შეუწყოს პლურალიზმს
და თანამონაწილეობრივ დემოკრატიას, რითაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული საზოგადოების
შემადგენელი თითოეული წევრის ინტერესები.ლიბერალების ღრმა რწმენით, გადაწყვეტილებებს
უნდა იღებდნენ ისინი, ვიზეც მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები პირდაპირ აისახება-ეს
მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს მიღებული გადაწყვეტილებების რაციონალურობას.


სათემო პოლიტიკის გაძლიერების მთავარ მიზანს წარმოადგენს
არა კომუნის შექმნა, არამედ კომუნის წევრების გაძლიერება და მათთვის კონკრეტული სარგებლის
მოტანა.საერთო ჯამში კი ისეთი პოლიტიკური სისტემის შექმნა, სადაც კომუნებს შორის ინტერაქცია, სარგებელს
მოუტანს არა ერთ კონკრეტულ ინტერეს ჯგუფს, არამედ მთელ საზოგადოებას.სათემო პოლიტიკის
თეორეტიკოსებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვთ თუ როგორ უნდა
განხორციელდეს რეალობაში ეფექტიანი სათემო პოლიტიკა:


1.ფედერალიზმი - სახელმწიფო დონეზე სათემო პოლიტიკა
სრულიად შეუთავსებელია ცენტრალიზაციასთან და ძალის ერთ დონეზე კონცენტრირებასთან, შესაბამისად, იდეალურ
ვარიანტად რჩება ფედერალიზმი.“სათემო პოლიტიკა გულისხმობს ფედერალიზმს“.


2.ინდუსტრია და საჯარო სერვისები - ლიბერალების მტკიცებით, სათემო
პოლიტიკას შესწევს უნარი უზურნველყოს ადგილობრივი საწარმოების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ჯანდაცვის
და სატრანსპორტო სისტემის მართვა ადგილობრივ დონეზე, ისე რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილის
ფუნქციონირება თანხვდებოდეს ადგილობრივი მაცხოვრებლების მოთხოვნილებებს.


3.სამოქალაქო თავისუფლება და დემოკრატია - მიუხედავად
იმისა, რომ ყველა საზოგადოებას აქვს გარკვეული პოტენციალი იყოს დისკრიმინაციული და არატოლერანტული
დამოკიდებულების, ლიბერალებს სწამთ, რომ სათემო პოლიტიკის გამტარებელ საზოგადოებას ექნება
უნარი პატივი სცეს ინდივიდის უფლებებს, რადგანაც თითოეული წევრი კომუნისა ვალდებულია
როგორც საკუთარი თავის, ისე მთლიანად კომუნის წინაშე, შედეგად კომუნის წევრების მორალურ
ვალდებულებებზეა დამოკიდებული მათივე თემის დემოკრატიულობა.


4.სოციალური კეთილდღეობა - ლიბერალების აზრით, ისინი
არ ქმნიან სოციალურ სამართლიანობას სოციალური თანასწორობით, სოციალური თანასწორობა
ლიბერალებისათვის იძულების მიუღებელ ხარისხთან ასოცირდება, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.რაც
შეეხება სოციალურ სამართლიანობას, სათემო პოლიტიკის განხორციელება და იმ მრავალფეროვნების
შენარჩუნება რომელიც საზოგადოებაშია, ლიბერალებისათვის სოციალური სამართლიანობის გარეშე
წარმოუდგენელია.


5.ეკონომიკის დაგეგმვა - ლიბერალები ეკონომიკის თავისუფლების
მომხრენი არიან, მაგრამ სათემო პოლიტიკასთან მიმართებაში, ისინი ემხრობიან ეკონომიკის
გარკვეულ ჩარჩოებში წარმართვას არა ერთი რომელიმე კომუნის, არამედ კოოპერატიული კომუნიტარული
მმართველი სისტემის მიერ, რომელიც უზრუნველყოფს ჯანსაღ კონკურენციას.


ლიბერალ-დემოკრატები საკუთარი იდეოლოგიის პრაქტიკულ
განხორციელებად „ორმაგ მიდგომას“ მიჩნევენ, რაც გულისხმობს სისტემის ძირეულ გარდაქმნას
რეფორმების გზით და არა მის დამხობას, თუმცაღა აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თეორეტიკოსებისათვის
მხოლოდ სისტემაზე მუშაობა უკვე სათემო პოლიტიკის ნაკლად მიიჩნევა, ამიტომ თავიანთი თეორიის
მთავარ ღირსებად ლიბერალ-დემოკრატები სისტემის გარეთ, ანუ ხალხზე მუშაობის პირდაპირ
ხერხებს მიიჩნევენ - მათ მობილიზებას, დარაზმვას და სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის
გაღვივებას.როდესაც საუბარია სათემო პოლიტიკაზე, საქმე ეხება არა მარტო ლოკალურ მმართველობას, არამედ
ინდივიდებში იმ რწმენის გაღვივებას, რომ მათ შესწევთ უნარი თვითონ მიიღონ გონივრული
გადაწყვეტილებები და მართონ საკუთარი ბედი ყოველგვარი წარმომადგენლების გარეშე. მსოფლიოში
სათემო პოლიტიკის განხორციელების არაერთი წარმატებული პრაქტიკა ყოფილა, მათ შორის აღსანიშნავია
ბრიტანული მაგალითი, სადაც სათემო პოლიტიკის იდეით გამოდიოდნენ ლიბერალ-დემოკრატები
და დღესაც არანაკლები პოპულარობით სარგებლობენ, ასევე შეიძლება ვახსენოთ, სამხრეთ იტალიის
მაგალითი, სადაც ადგილობრივებმა შექმნეს მერიის ალტერნატიული მაგალითი და გადაწყვეტილების
მიღების პროცესში ყველა მაცხოვრებლის ინტერესები მიიღება მხედველობაში.


ბევრი პოლიტიკოსი სათემო პოლიტიკას არჩევნებში გამარჯვების
მოსაპოვებელ გზად განიხილავს, თუმცაღა ლიბერალ-დემოკრატებისათვის სათემო პოლიტიკა არა
ხმების მოსაპოვებელი ტექნიკა, არამედ იდეოლოგიაა, იდეების სისტემა რომლის განხორციელებითაც
შესაძლებელია ძირეული სოციალური ტრანსფორმაცია, როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ დონეზე
და ბოლოს, სათემო პოლიტიკა არ არის მმართველობის ფორმა, ამ იდეოლოგიის არსი ხალხშია და
მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებში.




ბიბლიოგრაფია :


1. Wikipedia s.v. “Community Politics, ” http://en.wikipedia.org/wiki/Community_politics (accessed August 30, 2014).


2. Pack, Mark. “Our Lost Phrase: Community Politics.” Liberal
Democrat Voice. (11th June 2011):1.http://www.libdemvoice.org/our-lost-phrase-community-politics-24379.html (accessed August 30, 2014).



3.“The Theory.” http://www.cix.co.uk/~rosenstiel/aldc/commpol.htm (accessed August 30, 2014).


4. Community Politics in the 21st Century. London: Local Government Leadership, September 2010.http://www.local.gov.uk/documents/5550026/5826401/Community+Politics.pdf/515455ec-4be5-4af5-bf0f-1bb5ad40d049 (accessed August 30, 2014).

5.ჰეივუდი, ენდრიუ.2008. პოლიტიკა. მე-2 გამოცემა. გამომცემლობა: საქართველოს მაცნე.






0
25
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ხიზანაშვილი
მარიამ ხიზანაშვილი
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0