x
მეტი
  • 19.06.2024
  • სტატია:135454
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509741
არა მხოლოდ "ტალახი და ყინვა" – გერმანიის დამარცხების რეალური მიზეზები

გერმანული გაზეთის Die Welt–ის წამყვანმა ჟურნალისტმა იოჰან ალტჰაუსმა (Johann Althaus) II მსოფლიო ომში, გერმანიის სსრ კავშირთან მარცხის მთავარი მიზეზი განსაზღვრა. მისი აზრით, ნაცისტური გერმანია თვით სიცრუის მდგომარეობაში იმყოფებოდა და საკუთარი ძალების შეფასებაში შეცდომა დაუშვა.

ჟურნალისტი თვლის, რომ ევროპაში ვერმახტის სწრაფი გამარჯვება, რაიხის ხელმძღვანელობის მიერ, არასწორედ იყო ინტერპრეტირებული. რეალურად, გერმანიის ევროპაში გამარჯვება, კარგად გააზრებული გეგმის კი არა, «წარმოუდგენელი შემთხვევითობის და მოწინააღმდეგეების შეცდომების» შედეგი იყო. ამასთან, გერმანიის ეკონომიკამ, სსრ კავშირის «შეუზღუდავ რესურსებს», უბრალოდ ვერ გაუძლო.


image


აქვე გთავაზობთ გერმანის, სსრ კავშირთან მარცხის მთავარ მიზეზებს, რომელიც გერმანელმა ისტორიკოსებმა და სამხედრო ექსპერტებმა დაასახელეს:


ჰიტლერის არაკომპეტენტურობა


გერმანელი ისტორიკოსების უმეტესობა აცხადებს, რომ გერმანიის დამარცხების მიზეზი, ცალკეული შეცდომები კი არა, პოლიტიკური და სამხედრო გეგმების ავანტიურული ხასიათი იყო. მათი აზრით, «ჰიტლერის მიერ დასახული მიზანი, მის ხელთ არსებული, სამხედრო და ეკონომიკურ საშუალებებს ბევრად აღემატებოდა».
საკუთარ მემუარებში, ომში დამარცხების მთავარ დამნაშავედ, ჰიტლერს მიიჩნევენ გერმანული არმიის ყოფილი მთავარსარდლებიც. ასე, მაგ., ვერმახტის გენერალ–ლეიტენანტის, გერმანული ჯვრის კავალრის ვალტერ შარლ დე ბოლიეს აზრით, «ომის დასაწყისში, გარკვეული სტრატეგიული მიზნის არ არსებობამ» და «ფიურერის მერყეობამ, არჩევანის გაკეთებისას, მოსკოვსა და ლენინგრადს შორის», გერმანელებს, პირველ თვეებში, წარმატების მოპოვების შესაძლებლობა ხელიდან გააშვებინა.

ერთის მხრივ, გასაგებია, გერმანელი გენერლების, წაგებული ომის გამო პასუხისმგებლობის თავიდან არიდების სურვილი. თუმცა, მეორეს მხრივ, არ შეიძლება იმ როლის უგულებელყოფა, რაც ჰიტლერმა, სსრ კავშირის წინააღმდეგ, ომის მომზადების და მსვლელობის დროს შეასრულა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსკოვის მისადგომებთან, გერმანული არმიის მარცხის შემდეგ, ფიურერმა ვერმახტის ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე აიღო.


ტალახი და ყინვა


სამხედრო ისტორიკოსი და გენერალ–მაიორი ალფრედ ფილიპი აღნიშნავდა, რომ გერმანელ გენერლებს გათვალისწინებული ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ მათ ბრძოლა უგზოობის პირობებში მოუხდებოდათ: მაგ., პირველი ტალღის ქვეით დივიზიაში, ძირითადი გამწევი ძალა ცხენი იყო. გერმანულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, მათი რიცხვი, 5 ათასამდე იყო. ამასთან, მაღალი იყო მოტორიზაციის დონეც – არსენალში, ცხენების გარდა, იყო – 394 მსუბუქი და 615 სატვირთო ავტომობილი, 3 ჯავშანტრანსპორტიორი და 527 მოტოციკლეტი.
თუმცა, გერმანელების გეგმა, სსრ კავშირის დაპყრობასთან დაკავშირებით, თავიდანვე ჩავარდა. გერმანელი გენერლები, კიევის აღების შემდეგ, მზად იყვნენ გეზი მოსკოვისკენ აეღოთ, მაგრამ ბევრი შენაერთი ჭაობში ჩაეფლო, რამაც წითელ არმიას მოსკოვის დაცვის გაძლიერების საშუალება მისცა.

ვერმახტის წინსვლის შენელების კიდევ ერთი მიზეზი, გერმანელებისთვის უჩვეულო ყინვები იყო, რომელიც 1941 წლის ნოემბერში დაიწყო. სიცივე მხოლოდ ჯარისკაცებზე კი არა, ტექნიკაზეც მოქმედებდა: თოფებში, ავტომატებში და ტყვიამფრქვევებში საცხი იყინებოდა, ხოლო ზარბაზნებში ჰიდრო სითხე დედდებოდა. გარდა ამისა, ყინვაში, ავტომობილების სამუხრუჭე სისტემებიც არ ფუნქციონირებდა.


ადამიანური რესურსი


უკვე 1941 წლის აგვისტოში, გენერალი ფრანც გალდერი წერდა, რომ გერმანიამ სსრ კავშირის ძალები სწორედ ვერ შეაფასა... და აქ საუბარი ცოცხალ ძალაზე კი არ იყო (ომის დასაწყისში, ის არც ყოფილა), არამედ იმ სულისკვეთებაში, რომელსაც წითელი არმიის მეომრები იჩენდნენ.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ სსრ კავშირმა მთელი თავისი რესურსი მტრის წინააღმდეგ მიმართა, რისი გაკეთების საშუალებაც გერმანიას არ ჰქონდა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მესამე რაიხის ხელმძღვანელობამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც სსრ კავშირთან ომის დაწყების წინ, აღმოსავლეთის ფრონტზე, 205 გერმანული დივიზიიდან, მხოლოდ 145 გაგზავნა, ხოლო დანარჩენი – დასავლეთით: პირველ რიგში, ისინი ნორვეგიაში, დანიაში და ბალკანეთში გადაისროლა, სადაც 38 დივიზია ზედმეტი აღმოჩნდა.

ომის მსვლელობაში, ძალთა გადანაწილების ასპექტში, გერმანული სარდლობის კიდევ ერთი შეცდომა გამოვლინდა. სამხედრო–საჰაერო ძალების რაოდენობა, მეომრების საერთო რაოდენობის, დაახლოებით, 20% შეადგენდა. გარდა ამისა, 1 მლნ. 700 ათასი სამხედრო პირიდან, რომელიც ამ განყოფილებაში ირიცხებოდა, ავიაციასთან უშუალო შეხება მხოლოდ 1 მლნ. 100 ათას ადამიანს ჰქონდა –დანარჩენი, დამხმარე პერსონალი იყო.



ომის მასშტაბი


გერმანიას და სსრ კავშირს შორის კონფლიქტის გამორჩეული ნიშანი, მისი უდიდესი მასშტაბი იყო. 1941 წლის შემოდგომიდან – 1943 წლის შემოდგომამდე, საბჭოთა–გერმანული ფრონტის ხაზი 3800 კმ–ზე ნაკლები არასდროს ყოფილა. ამასთან, გერმანულ არმიას, სსრ კავშირის ტერიტორიაზე, 2000 კმ–ზე მეტი მანძილის გავლა მოუწია.
როგორც გენერალ-ფელდმარშალმა ევალდ ფონ კლაისტმა აღიარა, გერმანია ხანგრძლივი ომისთვის მზად არ იყო. მისი აზრით, ყველაფერი შემოდგომის დაწყებამდე უნდა დასრულებულიყო. ხოლო, აღმოსავლეთის ფრონტზე წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ «გერმანელი მეომრები იძულებულები გახდენენ, უზარმაზარი სივრცეები, ხელმძღვანელობის მოქნილი გეგმის გარეშე გადაელახათ».


ჰიტლერის და მისი გენერალიტეტის შეცდომები


თუ მასშტაბურ შეცდომებზე ვისაუბრებთ, გერმანელი ისტორიკოსების და სამხედრო ექსპერტების აზრით, ასეთი 3 იყო:

I. 1941 წლის ზაფხულის კომპანია მკაფიოდ განსაზღვრული მიზნის და შეტევის სტრატეგიის ერთიანი ხედვის გარეშე დაიწყო. გენერალურ შტაბს მთავარი დარტყმის მიმართულება წინასწარ განსაზღვრული არ ჰქონდა, რის გამოც, «ჩრდილოეთის» არმიის ჯგუფმა ლენინგრადთან «დაამუხრუჭა», ხოლო «სამხრეთის» არმიამ როსტოვთან, «ცენტრი» კი, საერთოდ, მოსკოვის მიმართულებით გადაისროლეს.

II. კატასტროფული შეცდომები იყო დაშვებული მოსკოვზე შეტევის დროს – იმის ნაცვლად, რომ 1941 წლის ნოემბერში, მიღწეული პოზიციების დროებით დაცვაზე გადასულიყვნენ და დამატებით ძალებს დალოდებოდნენ, ვერმახტმა ძირითადი ძალები დედაქალაქის აღებაზე მიმართა. შედეგად, გერმანულმა არმიამ, ზამთრის პერიოდში, 350 ათას მეომარზე მეტი დაკარგა. წითელმა არმიამ გერმანელების შეტევები მოიგერია, ხოლო გერმანელები არმის ბრძოლისუნარიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირდა.

III. 1942 წლის ზაფხულში, გერმანულმა სარდლობამ საკუთარი არმიის მთავარი ძალები კავკასიაში გადაისროლა, რითაც სტალინგრადთან საბჭოთა ჯარების წინააღმდეგობის დონე ვერ შეაფასა. არა და, სტალინგრადი სტრატეგიული მიზანი იყო, მისი აღების შემთხვევაში, გერმანია კავკასიას, დანარჩენი ქვეყნისგან იზოლაციაში მოაქცევდა, რითაც სსრ კავშირის მრეწველობას ბაქოს ნავთობზე წვდომას შეუზღუდავდა.

როგორც გენერალ–მაიორმა ჰანს დოერმა აღნიშნა, «სტალინგრადი, ომების ისტორიაში, სამხედრო სარდლობის და ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ, ოდესმე დაშვებულ, ყველაზე დიდ შეცდომად უნდა შევიდეს, რომელმაც არმიის ცოცხალ ორგანიზმს უდიდესი დარტყმა მიაყენა».


P. S. აქ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა, იყო კიდევ ერთი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია II მსოფლიო ომის შედეგზე – ეს ნარკოტიკები იყო.

ადოლფ ჰიტლერი ისტორიაში ფანატიკოს დიქტატორად შევიდა, რომელიც ხშირად დაუფიქრებელ, სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებდა. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ ის ნარკომანი და მთელ რიგ პრეპარატებზე (კოკაინი, მორფინი, ამფეტამინი...) წამალდამოკიდებული იყო.

ის რომ ჰიტლერს პრობლემა ჰქონდა ნარკოტიკებთან დაკავშირებით, ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც გერმანიაში ნორმან ოლერის (Norman Ohler) წიგნი «ნარკოტიკების გამოყენება ნაცისტურ გერმანიაში» გამოიცა. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ფიურერს კი არა, მთელი III რაიხი და ვერმახტი ნარკოტიკებზე «იჯდა». გერმანიის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში გამუდმებით მოიხმარდნენ ნარკოტიკებს, განსაკუთრებით II მსოფლიო ომის წლებში. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* როგორ იპოვეს ჰიტლერის გვამი რუსებმა და რატომ დამალეს?

* სტალინი: "ვიცოდი, რომ ომი დაიწყებოდა, მაგრამ"...

* საოცარი და უჩვეულო მომენტები – მოასწრეს და ფოტოებზე აღბეჭდეს

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



2
620
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
620
  
როგორც კი,შეიცვლება მთავრობა და ეს ამერიკის აგენტები მოვლენ მთავრობაში,უკრაინა 2 იქნება საქართველო. არავის ვაშინებ,ეს ესე იქნება და ცოტა ხანში უფრო ნათელი გახდება. მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს უკვე და ახალგაზრდები იბრძვიან ომში საქართველოს ჩასართავად.რა თქმა უნდა და დიდი ალბათობით ასეც არის,არ იციან და ვერ იაზრებენ ეს ახალგაზრდები ამას,სასარგებლო იდიოტების როლში არიან და გონიათ საქვეყნო საქმს აკეთებენ. ქართული ოცნება ცდილობს ორივე მხარეს ითამაშოს და ასე მშვიდობა შეინარჩუნოს,თუმცა არც რუსეთი და მით უფრო ამერიკა ამას არ დაუშვებს,რა გამოვა აქედან გამოჩნდება. დიდი ალბათობით,საქართველო ჩათრეული იქნება ამ კონფლიქტში და ამაში მონაწიელობას ისევ ქართველები მიიღებენ,რადგან მათ ვალდებულება აქვთ უფროსების მიმართ და ფული ოხერია. თუ ეს ყველაფერი ახდა,საქართველო განაწილებული იქნება ორ დიდ და ერთ პატარა სახელმწიფოს შორის,შეიძლება ბონუსად სომხეთიც დაირტყან. როგორც კი რამე მოხდება,თურქები შემოვლენ ნატოს მანდატით და სადამდეც მივლენ დარჩებიან კიდეც,ხოლო რუსები არ დარჩებიან უქმათ,არ შეიძლება თურქების და ჩრ.კავკასიელი მუსლიმების გამეზობლება. შეიძლება უკრაინის ფრონტი მიატოვოს და აქ იომოს. თუ რუსეთი კავკასიაზე კონტროლს დაკარგავს,სახემწიფოებრიბას დაკარგავს,ეს არ მოხდება ჯერ და ამიტომაც აქ იქნება პოლიგონი. აქ საინტერესოა,რა პოზიციას დაიჭერს ირანი და ჩინეთი,ამიტომაც მიდის მათთან ურთიერთობა,რათა დამაბალანსებელთა როლი შეასრულონ. თუ ვინმეს გონია რო ირანი ან ჩინეთი რუსების პარტნიორები არიან,მაგაი სულელი ყოფილა. ახლა,ასე აწყობთ და ასუსტებენ საზღვაო ცივილიზაციას და ეხმარებიან ომში რუსეთს,ხოლო თუ საშუალება მიეცათ,პირველები ისინი ესვრიან რაკეტას მოსკოვს. ამიტომ იყო საჭირო პრემიერის ჩასვლა პანაშვიდზე,ამიტომ მოაწერეს ხელი სტრატეგიულ პარტნიორბას ჩინეთთან. შეიძლება არცთუ კარგი ხელმოწერაა,ბევრი რამე გაუგებარია,თუმცა სხვა გზა არ იყო,ჩინეთი უნდა შემოსულიყო აქ,რათა ბალანსი დაჭერილიყო.
სწორია,გერმანიამ შეცდომა დაუშვა,თუმცა ეს არაკომპეტენტურობის გამო არ მოსვლია,ეს მოუვიდა დიდი მადის გამო. გერმანია დამარცხდა,როცა გადაწყვიტა სსრკ დასხმოდა თავს,ჩათვალა რო სსრკ ისეთი სუსტი იყო ერთი ხელის მოსმით დამარცხდებოდა. არადა,თავდაპირველი გეგმა სწორი იყო,გერმანია-სსრკ-იაპონიის ალიანსი ემუქრებოდა აშშ და ბრიტანეთს,დამარცხებაც შეეძლო. არ ვიცი,რამდენად იცით,ამ სამეულის გაერთიანება წარმოადგენდა სახმელეთო ცივილიზიათა ჯაჭვს და ამის ყოველთვის ეშინია ამერიკას,როგორც საზღვაო ცივილიზაციის ლიდერ სახელმწიფოს. ყველაფერი აქეთ მიდიოდა,სსრკ და გერმანიის შეთანხმება ასეთი იყო,ერთად უნდა შეეტიათ და გაენაწილებინათ საზღვაო ცივილიზაციის ტეროტორიები და მისი პროქსი სახელმწიფოები. თუმცა ვიღაცამ ან რაღაცამ დაარწმუნა ჰიტლერი,საბჭოთა კავშირი სუსტი იყო და ორზე გაყოფას ამჯობინა მარტო ყოფილიყო სახმელეთო ცივილიზაციის ლიდერი,ხოდა აქ წახდა. არავის ეგონოს რო იაპონია როგორც კუნძულოვანი ქვეყანა საზღვაო ცივილიზაციას ეკუთვნის,ის სახმელეთო ცივილიზაციის შემადგენელი ნაწილია. რეალურად,ეს ბრძოლა დღესაც ხდება,ამერიკა და რუსეთი ამისთვის იბრძვის,ქვეყნების სახელებით აპელირება უაზრობა. ადრე პოლონეთი იყო,ახლა უკრაინაა,მალე საქართველოც იქნება. ტვინ ნაღრძობი ახლაგაზრდები და ბეცი პოლიტიკოსები ამდენს ვერ ხვდებიან,ოცნებამ არჩევანი გააკეთა და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა. უკრაინაში მომხდარი გავლენას ახდენს გადაწყვეტილებებზე,ხოდა ქოცეთმა გადაწყვიტა. ამერიკას სერიოზული კრიზისი აქვს,ბრიტანეთს იგივე აქვს და ამ სიტუაციაში უნდა გაგვეკეთებინა არჩევანი,ხოდა გაკეთდა. არ გაკეთდებოდა ეს არჩევანი და რაკეტა წამოვიდოდა საქართველოსკენ.
0 1 2