კულტურა ცოლი სამი ძროხის სანაცვლოდ 2014, 30 აგვისტო, 18:46 ![]() ითვლება, რომ ნამიბიელი გოგონები ყველაზე ლამაზები არიან აფრიკის კონტინენტზე. ამ ქვეყანაში სამი ძირითადი ხალხი ცხოვრობს:ეგნოსახი, ჰიმბა და ჰერერო. ჩვენ ჰიმბაზე შევჩერდებით.ამ ტომში პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა ბოლო 500 წლის მანძილზე, მათზე ვერც ცივილიზაციამ და ვერც ქრისტიანულმა რელიგიამ იმოქმედა. როგორც ცოლს ასეულობით წლის წინათ სამ ძროხაზე იძლეოდნენ ასეა ამჟამადაც. ![]() სახლი, სადაც ცხოვრობენ ჰიმბები უბრალო კონუსისებური ქოხია, რომელიც პალმის ფოთლებითაა შეკრული და გალესილია თიხის და ნეხვის ნაზავით. ![]() ოჯახმა შესაძლოა წელიწადში რამდენჯერმე გამოიცვალოს საცხოვრებელი თავიანთი მსხვილფეხა საქონლის თუ თხების საძოვრების ძებნაში. ![]() ქალები სხეულზე წასმული აქვთ ოხრის, ცხიმის და ფერფლის ნაზავი, იმისთვის რომ მზისგან თავი დაიცვან.ამასთანავე სხეულზე ხშირად ისვამენ არომატირიზებულ ომუზუმბას ფისს. ეს ნაზავი კანს მოწითალო შეფერილობას აძლევს, რაც მათი რწმენით სიცოცხლის სიმბოლოა. ![]() ![]() ვარცხნილობის მიხედვით აგრეთვე შეგიძლიათ გაარკვიოთ გოგონას ოჯახური მდგომარეობა. თანამედროვე ჩაცმულობა მათში ძალზე იშვიათია და თითქმის მხოლოდ მამაკაცებისთვის არის განკუთვნილი. 516 7-ს მოსწონს
|