x
image
worldsport.ge
“ინტერმა” შელოტო გაანათხოვრა

imageმილანის “ინტერის” ნახევარმცველი, ეზეკიელ შელოტო “კიევოში” განაგრძობს კარიერას. ამის შესახებ, “მფრინავი ვირების” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
ეზეკიელი ვერონულ კლუბში, ერთი წლის მანძილზე ითამაშებს იჯარის წესით.
25 წლის ნახევარმცველი, “ინტერში” 2013 წლის იანვარში გადავიდა, თუმცა მას შემდგომ “ნერიაძურის” რიგებში, მხოლოდ 12 შეხვედრის ჩატარება მოუწია. ამის მიზეზი ისაა, რომ ის ძირითადად განათხოვრებული ჰყავდა “ინტერს”. მილანურ კლუბს ის ჯერ “სასუოლოში”, ხოლო შემდგომ “პარმაში” ჰყავდა გაშვებული.

ირაკლი ალიმბარაშვილი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0