კინო "ემი-2014"-ის გამარჯვებულები 2014, 27 აგვისტო, 8:47 26 აგვისტოს ღამეს გაიმართა "ემის" პრემიის გადაცემის 66-ე ცერემონიალი. "ემის" ქანდაკებებით დააჯილდოეს სერიალების, მინი-სერიალების და ტელეფილმების საუკეთესო მსახიობები და რეჟისორები. მთავარი გამარჯვებულები გახდნენ სერიალები "შერლოკი", "ამერიკული ოჯახი" და "მთელი სიმძიმით". გთავაზობთ გამარჯვებულების ჩამონათვალს სხვადასხვა ნომინაციებში.
საუკეთესო დრამატული სერიალი - "მთელი სიმძიმით" საუკეთესო კომედიური სერიალი - "ამერიკული ოჯახი" საუკეთესო მსახიობი მამაკაცი დრამატულ სერიალში - ბრაიან კრენსტონი, "მთელი სიმძიმით" საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში- ჯულიანა მარგულისი, "მართალი ცოლი" საუკეთესო ტელეფილმი - "ჩვეულებრივი გული" საუკეთესი მინი-სერიალი - "ფარგო" საუკეთესი მსახიობი ქალი მინი-სერიალში ან ტელეფილმში - ჯესიკა ლენგი, "ამერიკული საშინელებათა ისტორია" საუკეთესი მამაკაცი მსახიობი მინი-სერიალში ან ტელეფილმში -ბენედიქტ კამბერბეჩი, "შერლოკი" საუკეთეოს მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში - ჯულია ლუის-დრეიფუსი, "ვიპი" საუკეთესი მსახიობი მამაკაცი კომედიურ სერიალში - ჯიმ პარსონსი, "დიდი აფეთქების თეორია" 35 6-ს მოსწონს
|