x
image
მანჩო 777
ერთი სევდიანი ისტორია: მგზავრი, რომელსაც ნიუ-იორკელმა ტაქსისტმა უკანასკნელი სურვილი შეუსრულა
ერთ-ერთმა ნიუ-იორკელმა ტაქსისტმა თავის Facebook-ის გვერდზე ასეთი ამბავი მოგვითხრო:


image


"მე გამოძახების ადგილზე მივედი და კარებზე ზარი დავრეკე. არავინ გამომხმაურებია. შემდეგ მეორედ დავრეკე ზარი და რადგან ეს ჩემი ბოლო რეისი იყო ამ დღეს, უკვე სახლში წასვლას ვაპირებდი, როცა შიგნიდან ოდნავ შესამჩნევი ხმაური მომესმა.

-ერთი წუთით, -მიპასუხა ქალის ოდნავ ხრინწიანმა ხმამ.


მე გავიგონე, როგორ მოათრევდნენ რაღაცას იატაკზე. ცოტაოდენი ხნის შემდეგ კარები გაიღო და მე დავინახე 90-იოდე წლის ქალი, პატარა ტანის და საოცრად გამხდარი. მას უბრალო ჩითის კაბა ეცვა და თავზე პირბადიანი შლიაპა ეხურა: ერთი სიტყვით, 1940-იანი წლების ფილმების პერსონაჟს მოგაგონებდათ. მოხუცს თან მხოლოდ ერთი პატარა ჩემოდანი ჰქონდა.

სახლი ისე გამოიყურებოდა, თოთქოს იქ წლების განმავლობაში არავის ეცხოვრა: ავეჯს ზეწრები ჰქონდა გადაფარებული, ჭურჭლის თაროები ცარიელი იყო, საათიც კი არ ეკიდა კედელზე. ოთახის კუთხეში მუყაოს ყუთი იდგა, რომელიც ძველი ფოტოსურათებით იყო სავსე.

მე ჯერ ჩემოდანი ჩავდე საბარგულში, შემდეგ კი უკან დავბრუნდი, რომ მოხუცებულს დავხმარებოდი მანქანაში ჩაჯდომაში. მან მადლობა გადამიხადა გაწეული დახმარებისათვის.

-არაფერია, -ვუპასუხე მე, - მინდა ჩემ მგზავრებს ისევე მოვექცე, როგორც ვისურვებდი დედაჩემს მოქცეოდნენ.

-ოჰ, რა თავაზიანი და კეთილი ყმაწვილი ხართ-, გამიღიმა მოხუცმა და მისამართი მომცა, სადაც უნდა მიმეყვანა.

ის-ის იყო მანქანა ავამუშავე, რომ ქალმა მორიდებულად მკითხა, ხომ არ შემეძლო ქალაქის ცენტრის გავლით წავსულიყავით.

-ეს არც ისე ახლო გზაა, -ვუპასუხე მე.

-არა უშავს, არსად მეჩქარება....მე მოხუცებულთა სახლში მივდივარ, -მიპასუხა მან.

უკანა სარკეში გავიხედე და დავინახე, რომ მისი თვალებზე ცრემლი ბრწყინავდა.

-მე კარგა ხანია აღარავინ მყავს ამქვეყნად...ექიმები მეუბნებიან, რომ სულ ორიოდე კვირის სიცოცხლე დამრჩა, -მთრთოლვარე ხმით ჩაილაპარაკა მან.

ხელი ნელა გავიწოდე და მრიცხველი გამოვრთე.

-რა მარშრუტით გსურთ წასვლა? -შევეკითხე მოხუცს.

შემდეგი ორი საათის განმავლობაში ჩვენ შემოვიარეთ მთელი ქალაქი: მან მე მაჩვენა შენობა, სადაც ოდესღაც ლიფტიორად მუშაობდა; ჩვენ გავიარეთ რაიონი, სადაც ის და მისი ქმარი ცხოვრობდნენ, როცა ახალდაქორწინებულები იყვნენ; მან მაჩვენა ავეჯის საწყობი, სადაც ოდესღაც საცეკვაო დარბაზი იყო და ის, სულ პატარა გოგონა იქ ცეკვებზე დადიოდა. ხანდახან მოხუცი მთხოვდა ამა თუ იმ შენობის წინ გაჩერებას, მაშინ ის მდუმარედ იჯდა და სევდიანი თვალებით იყურებოდა მანქანის ფანჯრიდან.

ბოლოს ქალმა მითხრა:- დავიღალე, უკვე დროა წავიდეთ!

ჩვენ მდუმარედ მივედით მის მიერ მოცემულ მისამართზე. ეს იყო დაბალი შენობა, რომელიც სანატორიუმს წააგავდა. ორი სანიტარი მანქანასთან მოვიდა. როგორც ჩანდა, ისინი კარგა ხანია ელოდებოდნენ მოხუცს. როცა მე ჩემოდანი საბარგულიდან ამოვიღე, ქალი უკვე ინვალიდის ეტლში იჯდა.

-რამდენი უნდა გადაგიხადოთ?-მკითხა მან და პატარა ხელჩანთა გახსნა.

-არაფერი, -ვუპასუხე მე.

-მაგრამ შენ ხომ ფული გჭირდება არსებობისათვის?–იკითხა მან

-არა უშავს, სხვა მგზავრებიც ხომ არიან, -გავუღიმე.

მოხუცი ჩაფიქრდა. მე დავიხარე და მოვეხვიე მას, ის აკანკალებული ხელებით ჩამეჭიდა მხრებზე, თითქოს უძნელდებოდა ჩემი გაშვება.

-შენ მოხუცებულს ცოტაოდენი ბედნიერება აჩუქე, მადლობა ამისათვის, -მითხრა ბოლოს მან.

მე მას ხელი ხელზე მოვუჭირე, შემდეგ კი ჩავჯექი მანქანაში და წამოვედი. ჩემ ზურგს უკან მძიმე კარი დაიხურა. ეს იყო კიდევ ერთი ცხოვრების წიგნის დახურვა. იმ საღამოს მეტი მგზავრი ტაქსში აღარ ჩამისვამს. უაზროდ დავხეტიალობდი ქალაქში და ჩემს ფიქრებში ვიყავი ჩაძირული. რა მოხდებოდა, თუკი ამ ქალს ბრაზიანი და უსულგულო ტაქსისტი შეხვდებოდა ან ის, ვისაც უნდოდა სწრაფად დაესრულებინა თავისი ცვლა? რა მოხდებოდა, თუკი მე უარს ვეტყოდი მას უკანასკნელი სურვილის ასრულებაზე ან ორი ზარის შემდეგ წამოვიდოდი იქედან?


ბოლოს მინდა გითხრათ, რომ იმაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ მოხუც ქალს გავუკეთე, მე ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებია. ჩვენ მიჩვეულნი ვართ იმ აზრს, რომ ჩვენი ცხოვრება მნიშვნელოვანი და გლობალური მოვლენების გარშემო ტრიალებს და ხშირად გვავიწყდება, რომ არსებობს წვრილმანები, რომლებითაც შეგვიძლია ერთმანეთს ცხოვრება გავუხალისოთ და ცოტაოდენი ბედნიერება და სიხარული ვაჩუქოთ."

10
297
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
297
  
2014, 26 აგვისტო, 20:09
მადლობა, გაიხარე:*
2014, 26 აგვისტო, 20:08
ღმერთი გაახარებს,მართლაც რომ სიცოცხლის უკანასკნელი წუთები გაუხალისა მოხუც ადამიანს და დიდი სიკეთე გააკეთა. სტატიას რაც შეეხება ვეთანხმები მომხმარებლებს საუკეთესო სტატიები გაქვს მანჩო
2014, 26 აგვისტო, 14:21
იმრავლეთ
2014, 26 აგვისტო, 0:25
გმერტმა გისმინოტ მეგობარო
2014, 26 აგვისტო, 0:22
თუ ერთ ადა,მიანს მაინც გაუჩნდა წაკითხვის შემდეგ სიკეთის გაკეთების სურვილი, თავს ბედნიერად ჩავთვლიდი:)
2014, 26 აგვისტო, 0:20
ძან კარგ სტატიებს წერტ
2014, 26 აგვისტო, 0:18
ძან მაგარი სტატია მეგობარო
2014, 25 აგვისტო, 23:54
მადლობა, ლელ..გაიხარე:*
2014, 25 აგვისტო, 23:50
კარგა ხანია ასეთი გულის ამაჩუყებელი და ადამიანობის გამღვიძელებლი სტატია აღარ წამიკითხავს. ყოჩაღ, მანჩო. გვასაზრდოებ საუკეთესო სტატიებით
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10