საზოგადოება სანამ ადამიანს განსჯიდე... 2014, 24 აგვისტო, 11:05 ეს ისტორია საყოველთაო განსჯის საგანი გახდა Twitter-ზე.
მამა და მისი 24 წლის ვაჟი მატარებლით მგზავრობენ. ახალგაზრდა მამაკაცი იყურება ფანჯარაში და დროდადრო აღტაცებული წამოიყვირებს ხოლმე:"მამა, მამა შეხედე, თითქოს ხეებმა ჩაგვიქროლეს"....მამა შვილს ალერსიანად უღიმის.ცოტა ხანში ახალგაზრდა მამაკაცმა ისევ წამოიყვირა:" მამა, გეგონება ღრუბლები ჩვენ მოგვდევენო".მამამ ისევ გაუღიმა. მათ წინ წყვილი ზის, ერთმანეთს გადახედეს სიბრალულის თვალებით, უსიტყვოდ მიხვდებოდით, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ეცოდებოდათ, რომელიც პატარა ბავშვივით იქცეოდა. ბოლოს ერთ-ერთმა მგზავრმა გაბედა და მამას მიმართა:"რას სჭირს თქვენ შვილს?ექიმთან არ გყავდათ?ან არ ფიქრობთ, რომ ექიმთან მისაყვანია?" მამაკაცს გაეღიმა და უპასუხა:"იცით ჩვენ ექიმიდან ვბრუნდებით, ჩემი ვაჟი დაბადებიდან ბრმა იყო და მხოლოდ ახლა დაუბრუნეს მხედველობა". 493 10-ს მოსწონს
|