უცხოური პრესა სკანდალი ესტონეთის პირველი ლედის გარშემო 2014, 22 აგვისტო, 14:12
ესტონეთის პირველი ლედი ისე ახურდა ერთ-ერთ კაფეში, რომ დაავიწყდა თავის სტატუსიც, მოვალეობაც, რომ იგი ქვეყნის პირველი ლედია და პრეზიდენტის კანონიერი ცოლი, იუწყება Kroonika.
ესტონეთის პირველი ლედი ეველინ ილვესი შემჩნეული იქნა 6 აგვისტოს საღამოს კაფე Komeet-ში.გამოცემის თანახმად იქ იმართებოდა რაღაც ღონისძიება.პირველმა ლედიმ საღამოსთვის დაჯავშნა მაგიდა, საუკეთესო ადგილი შეუკვეთა ტერასაზე. როგორც თვითმხილველები აცხადებენ მთელი ღამე პრეზიდენტის ცოლი ცეკვავდა ერთ ახალგაზრდა კაცთან, რომელიც დაახლოებით 28-30 წლის იქნებოდა.ისინი, როგორ შეყვარებული წყვილი ისე იქცეოდნენ, ეხვეოდნენ ერთმანეთს და კოცნიდნენ. განთიადისას წყვილი, კიდევ სხვა წყვილთან ერთად Mercedes S-კლასის მანქანაში ჩასხდნენ და გაუჩინარდნენ, იუწყება Kroonika. პირველი ლედის მეუღლე, პრეზიდენტი ამ დროს ესტონეთში იმყოფებოდა. კანცელარიაში ჯერჯერობით მომხდარ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ. 442 2-ს მოსწონს
|