შოუბიზნესი ყველაზე მდიდარი მოდელი მსოფლიოში 2014, 20 აგვისტო, 13:15 ზედიზედ მერვედ ბრაზილიელი ჟიზელ ბუნდჰენი დასახელებული იქნა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად ამერიკული ჟურნალ Forbes-ის ვერსიით. ბოლო 12 თვის განმავლობაში მოდელმა 47მლნ.$ გამოიმუშავა გადასახადების და მოსაკრებლების ჩათვლით. მთლიანად 2001 წლიდან მოყოლებული ჟიზელმა სამოდელო ბიზნესიდან 386 მლნ.$ გამოიმუშავა. 34 წლის მოდელი ისეთ ბრენდებს უწევს რეკლამას როგორებიცაა:Chanel, Carolina Herrera, H&M, Pantene და Oral-B. აგრეთვე ბრაზილიელ ქალბატონს აქვს საკუთარი ბიზნესი თეთრეულის, სანდლების და კოსმეტიკის განხრით. ბუნდჰემი ორი შვილის დედაა, მისი მეუღლე ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი ტომ ბრეიდია. ამ წელიწადს მან ქმარზე 16 მილიონი$-ით მეტი გამოიმუშავა. მეორე ადგილი ჰოლანდიელმა დაუტცენ კრუსმა და ბრაზილიელმა ადრიანა ლიმამ გაიყვეს. მესამე პოზიცია ერთბაშად რამდენიმე მოდელმა გაინაწილა:კეიტ მოსი(დიდი ბრიტანეთი), კეიტ აპტონი(აშშ), მირანდა კერი(ავსტრალია) და ლიუ ვენი(ჩინეთი) 75 4-ს მოსწონს
|