შოუბიზნესი შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები,რომლებმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს 2014, 14 აგვისტო, 11:21 სულ ახლახან შესანიშნავმა ამერიკელმა მსახიობმა რობინ უილიამსმა 63 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რითაც უამრავ კინოს მოყვარულს გული დაწყვიტა.
მოდით, კიდევ ერთხელ გადავხედოთ წარსულს და გავიხსენოთ ზოგიერთი ის ვარსკვლავი, რომლებმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრეს. 1-ლელა სიხარულიძე-ქართველი მომღერალი, 90-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო ვარსკვლავი.მსმენელს შეაყვარა თავი ისეთი სიმღერებით, როგორიცაა „სულ ზევით, ზევით“ და „ირინოლა“ და სხვა. თავი მოიკლა 1998 წლის 17 აგვისტოს, 36 წლის ასაკში. 2-გოჩა აბაშიძე-ქართველი მსახიობი, მაყურებლებს დაამახსოვრა თავი ფილმებით:"ისინი ჩამოვიდნენ მთიდან - (დათო)" ცისკარა" - (ბადრი), "აბეზარა" - (მილიციელი), " ჩრდილი გზაზე" -(თედო), "ჩვენი ეზო" (ვაჟა), " სად არის შენი ბედნიერება, მზია? "(ელგუჯა), " მაია წყნეთელი" -(მანუჩარი), " გლახის ნაამბობი"(გაბრო). თავი მოიკლა 1961 წლის 8 ოქტომბერს. მსახიობი სულ რაღაც 24 წლის იყო. 3-ლი ტომპსონ იანგი, ჰოლივუდის ვარსკვლავი, სახელი გაითქვა ისეთი სერიალებით, როგორიცაა "სმოლვინის საიდუმლო", "კლინიკა", "CSI:დანაშაულის ადგილი ნიუ-იორკი"."სახელოვანი ჯეკ ჯექსონი" და სხვა. სუიციდი განახორციელა 2013 წლის 19 აგვისტოს. შავკანიანი მსახიობი 29 წლის იყო. 4-მერლინ მონრო-ჰოლივუდის ხატი და ამერიკის სიმბოლო.სახელი გაითქვა ისეთი ფილმებით როგორებიცაა:"ყველაფერი ევას შესახებ", "ჯენლტმენები ირჩევენ ქერებს", "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" და სხვა.თავი მოიკლა 1962 წლის 5 აგვისტოს 36 წლის ასაკში. 5-ანა ნიკოლ სმიტი-ამერიკელი მსახიობი და მოდელი, იგი მერლინ მონროს ბაძავდა და მისი კუმირი იყო. თვითმკვლელობა განახორციელა ფლორიდის ოტელ «Hard Rock Hotel and Casino»ში 2007 წლის 8 თებერვალს. მსახიობი 39 წლის იყო. 6-კრის ბენაუ-პროფესიონალი რესტრელი და მსახიობი. დღემდე უცნობია თუ რა მიზეზით მოკლა ჯერ ცოლი, შემდგომ 7 წლის ვაჟი, ბოლოს კი თავი ჩამოიხრჩო 2007 წლის 24 ივნისს. კრისი 40 წლის იყო. 7-ჯინ სიბერგი-ამერიკელი მსახიობი, თუმცა მოღვაწეობდა ევროპაში, ძირითადად ფრანგულ ფილმებში.მრავალ სურათში ჟან-პოლ ბელმონდოს პარტნიორი.ითამაშა 30 მეტ ფილმში.განსაკუთრებით პოპულარობა მოუტანა ფილმმა " À bout de souffle"(უკანასკნელ ამოსუნთქვამდე). სუიციდი განახორციელა 1979 წლის 8 სექტემბერს 41 წლის ასაკში. 8-ჰიტ ლეჯერი-ავსტრალიელი მსახიობი, გადაღებული იქნა 19 ფილმში, განსაკუთრებით სახელი გაითქვა ფილმის "ბნელი რაინდი". იპოვეს მკვდარი საკუთარ სახლში 2008 წლის 22 იანვარს. მსახიობი 28 წლის იყო. 9-იგორ სორინი, -პოეტი, მუსიკოსი, ჯგუფ "Иванушки International"-ის წევრი, ლეგენდარული ჰიტის "Тучи"-ის შემსრულებელი. 1998 წლის 1 სექტემბერს იგორი საკუთარი სახლის მე-6 სართულის აივნიდან გადმოხტა 29 წლის ასაკში. 414 2-ს მოსწონს
|