x
image
K.P.
ნანუკა ჟორჟოლიანი კოლეგებს ამხელს: "პატარაა ეს ქვეყანა"

imageჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ხშირად აქტიურობს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარ აზრსაც გამოხატავს. ამჯერად იგი საკუთარ კოლეგებს ამხელს და ამტკიცებს, რომ ზოგი მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს აგენტია.

"ჟურნალისტი შსს-დან არაფორმალურ დაფინანსებას რომ იღებ, (აგენტურის ფული ქვია)! მინისტრი გრანტების აღებაში რომ გეხმარება, აქტიურად თანამშრომლობ ერთ დეპარტამენტთან, ტექნიკას გყიდულობს, იმიტომ რომ დაკარგე ან მოგპარეს ან არ გაქვს და ამიტომ, სამინისტროდან იღებ დაკვეთებს ვისზე მოამზადო .... "დანოსები" მიგაქვს კოლეგებზე, ან მეორე შემთხვევაში გაზეთში მუშაობ და დაწერილი მასალა მოაქვთ და წერ, იმიტომ რომ შსს-ს არაფორმალური თანამშრომელი ხარ უნდა გქონდეს თავი დახრილი და მორცხვად დუმდე! ეს ხომ ის ქვეყანაა სადაც ყველამ ყველაფერი იცის ან ყველა ყველაფერს გაიგებს და მითები ჟურნალისტის დედების, მამების, ბებიების, ბაბუების შესახებ დაიმსხვრევა. ობიექტური ჟურნალისტების შესახებაც მითები ფაფუ აღარ იქნება. ვითომ მეგრანტეების.. მოკლედ პატარაა ეს ქვეყანა " მეგობრებო" და კიდევ უფრო პატარაა წრე რომელიც ამ ყველაფერს არ გაგიბაზრებთ. P.S. ეს პოსტი არ ეხება დღევანდელ პერიოდს და დროს"-წერს ნანუკა სოცუალურ ქსელში. ჟურნალისტი "აგენტი კოლეგების" ვინაობას არ ამხელს, თუმცა იმასაც ამტკიცებს, რომ მათმა ვინაობამ ძალიან გააკვირვა.

imageimage


0
348
1-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
348
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0