საქართველო ირაკლი ღლონტი - ქართული ოცნება მოსახლეობის წინაშე არსებულ ვალდებულებებს გაურბის 2014, 12 აგვისტო, 15:56 საკუთარი მოსახლეობის წინაშე რა ვალდებულებებსაც გაურბის “ქართული ოცნება'' ყველაფერს მალე საკუტარ თავზე ავიღებთ “რეფორმატორები''.
ვფიქრობდი, რომ ხელისუფლება დაინტერესდებოდა იმ ადამიანების მოთხოვნებით, რომლებიც “სამართლიანობის აღდგენას'' მოითხოვდნენ, თუმცა იმედი გადამეწურა დაახლოებით 1 წლის წინ, როცა მთავრობის წევრმა, ქალბატონმა წულუკიანმა გააკეთა განმარტება, რომ ეს პროცესი არ აწყობს სახელმწიფოს, რადგან სოლიდური ფინანსური ვალდებულება წრამოექმნება ქვეყანას. ვერც მაშინ და ვერც ახლა ვერ ვიზიარებ მთავრობის პოზიციას გაექცეს ვალდებულებებს საკუთარ მოსახლეობასთან, თუნდაც ფინანსურს. მაშინ მე მიჩნდება შეკითხვა რა ქნას, ვის მიმართოს იმ ადამიანებმა, რომლებმაც დაკარგეს ქონება, დაკარგეს ბიზნესი, საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, აგარაკები, მიწის ნაკვეთები და ხშირ შემთხვევაში ოჯახებიც კი. გონიერი ხელისუფლება სპეციალური საპარლამენტო კომისიების შექმნის გზით, პროკურატურისა და სხვა ძალოვანი უწყებების დახმარებით დაიწყებდა პროცესს და იმედებს გაუმართლებდა საკუთარ მოსახლეობას, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში ახალი პოლიტიკური ძალის ამომრჩევლის რანგში მოგვევლინა. თუ მეანაბრეების წინაშე წარმოქნილი ვალდებულება სახელმწიფომ აღიარა შიდა ვალად, ჩემი აზრით შესაძლებელი იყო იმ ადამიანების წინაშე ვალდებულებები, რომელთა ქონება დღევანდელი მდგომარეობით კეთილსინდისიერი მესაკუთრის ხელში აღმოჩნდა აღიარებულიყო და ჩათვლილიყო ქვეყნის შიდა ვალად და დაწყებულიყო მის დროულ გასტუმრებაზე ზრუნვა (90 მილიონი ლარის ჯიპების შეძენის ნაცვლად), ხოლო ის ქონება, ბიზნესი თუ წილი, რომელიც ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს დაბრუნებოდა ძველ, კანონიერ მესაკუთრეს (პირადად მე ვიცი რამდენიმე ქონება, რომელიც ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაშია მიქცეული). ჩვენ, რეფორმატორები ვმუშაობთ ზემოაღნიშნულ საკითხზე და მალე გავასაჯაროვებთ ჩვენეულ ხედვას და პარლამენტს წარვუდგენთ საკანონმდებლო ინიციატივას. ვმუშაობთ, რომ ყველა “ჩუქების'' ხელშეკრულება გადახედილ იქნას, რადგან ამ სამართლებრივი ფორმით ხდებოდა კერძო საკუთრების უფლებების დარღვევა და სახელმწიფოს სახელზე ქონების გადაფორმება, რასაც საჯარო რეესტრის სააგენტო და არაერთი ნოტარიუსი დღე-ღამის ნებისმიერ დროს უწყობდა ხელს. არ არსებობს მსოფლიოში პრეცედენტი, როცა მეწარმე სახელმწიფოს ჩუქნის ქონებას, მაგრამ არსებობს მეწარმეები, რომლებიც იმაზე მეტს ხარჯავენ საკუთარი შეედულებებისამებრ, ვიდრე რომელიმე ჩუქების ხელშეკრულებით შეიძლება გადაცემულიყო ქვეყნისთვის (უფრო კორუპფციული ხელისუფლებისთვის). და თუ ამ პროცესს არ დაიწყებს “ქართული ოცნება'' “რეფორმატორები'' ძალიან მალე ![]() პატივისცემით, ირაკლი ღლონტი 12.08.2014 წელი. 24 1-ს მოსწონს
|