x
image
K.P.
ნანუკა ჟორჟოლიანი: "ვაი ჩვენს პატრონს"-ახალი კლიპი ქართულ ჯარზე, რომელმაც ინტერნეტსივრცე შეძრა
imageსულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში ახალი კლიპი გავრცელდა. სიმღერის შემსრულებელი ხატია წერეთელია, სიმღერას კი ქართული ჯარი ჰქვია. ფაქტი ერთია, მსგავსი კლიპით ჩვენს გარდა ალბათ ვერცერთი ქვეყნის ჯარი ვერ დაიკვეხნის.

ახალმა კლიპმა ინტერნეტსივრცე მოიცვა და არასახარბიელო შეფასებებიც ბლომად დაიმსახურა.

"ახალია კლიპი! ვისაც გონია რომ ამით ჯარი პიარდება ვაი იმის პატრონს და ზოგადად ვაი ჩვენს პატრონს"-წერდა ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ეკა შანიძე მომხდარზე კომენტარს აკეთებს: "ფრიად გაოცებულმა აღმოვაჩინე, რომ ვიღაცეებს ჰგონიათ იმ უგვანო კლიპთან (რომელსაც შეგნებულად არ ვაზიარებ) თავდაცვის სამინისტრო რამენაირ კავშირშია. დაახლოებით ერთი თვის წინ ამ გოგონას პროდიუსერმა დამირეკა ტექსტით - ძალიან მაგარი სიმღერა ჩაწერა პერსექტიულმა მომღერალმა ამან და ამან და იქნებ კლიპი გადაგვაღებინოთ ჯარშიო. მე ვუთხარი სიმღერა გადმომიგზავნეთ და გადავწყვეტთთქო. ჩემი რეაქცია ქუთაისის "მეტრომარტის" თანამშრომლებმა ნახეს. პროდიუსერს ფსევდონიმით "ბრეგოვიჩი" აღარ შევუწუხებივარ. თუმცა თავიდანვე მითხრა - კარგი იქნება თუ დაგვეხმარებით, თუ არადა ჯარის კადრების მეტი რა არის იუთუბზეო
დანარჩენს უკვე მთელი საქართველო ვიშვიშით აზიარებს და ტირაჟირებას უკეთებს ამ საოცრებას. მშვენიერი უფასო რეკლამა გაიკეთა ამ გოგომ.
P.S. არ მეგონა ამ სისულელეზე ამხელა განმარტება თუ დამჭირდებოდა
P.S. კიდევ ერთი - თავდაცვის სამინისტროს არ აქვს უფლება ვინმეს აუკრძალოს იუთუბიდან კადრის გამოყენება. სხვა მისამართზე იჩივლეთ თუ შეიძლება"


0
821
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
821
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0