x
image
პროგრესი
პასუხი კაზანტიპის მოწინააღმდეგეების არგუმენტებს !
image

კაზატიპის ფესტივალთან დაკავშირებით საზოგადოებაში განსხვავებული აზრი მუსირებს. თუმცა აღნიშნული ღონისძიების ჩატარების მოწინააღმდეგე ქვეყანაში უდიდესი ძალის მქონე მხარეა - ეკლესია. ამ უკანასკნელს რელიგიის ძალით შეუძლია დარაზმოს ხალხი და სახელმწიფოს არჩევანის წინააღმდეგ წინაღობების გარეშე გამოიყვანოს. მატი არგუმენტები შემდეგია:


1. არ შეიძლება საქართველოში ნარკომანიას მივცეთ გასაქანი!
ჩემი პასუხი: ნარკომანია საქართველოში ყვავის/იფურჩქნება. მიმოიხედეთ გარშემო და ნახავთ. ხომ არ აჯობებდა საკუთარი ნარკომანებისთვის მოგვევლო ჯერ?! რას აკეთებს ეკლესია ლოკალურ დონეზე ნარკომანიის წინააღმდეგ საზოგადოების ფართო ფენებისთვის უცნობია.

2. არ შეიძლება საქართველოში გარყვნილება !

ჩემი პასუხი: გარყვნილება საქართველოში ყოველთვის არის, იყო და იქნება. ეს ყოველივე კი ისე არ ჩანს როგორც არის. ამიტომ გვგონია რომ ჩვენს გარშემო ასეთი რამეები არ ხდება. ეს ყველამ ვიცით და რატომღაც თვალს ვხუჭავთ. ჯობია ამ მხრივაც ჯერ ჩვენს გარყვნილებს მივხედოთ.



3. კოლხეთის დაბლობს ისეთი ისტორია აქვს, რომ არ ეკადრება სამეგრელოს ამგვარი უზნებობის მხარდაჭერა.

ჩემი პასუხი: კი ბატონო, ამ მხარეს ნამდვილად დიდი ისტორია აქვს, ისევე როგორც საქართველოს დანარჩენ კუთხესა თუ ქალაქს. მაგ: თბილისი ძალიან ძველი ქალაქია, სადაც ძალიან ბევრი ეკლესიაა აშენებული ბორდელებისა და კაზინოების ფონზე. ამაზე რატომ არ ისმის განცხადებები?!


4. ანაკლიაში მეგრელებმა ფულზე გაყიდეს სული !

ჩემი პასუხი: ამ ფრაზაზე რატომღაც ბოლო საპარლამენტო არჩევნები გამახსენდა. საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტმა მშიერი კუჭის გამო მისცა ხმა ამა თუ იმ კანდიდატს. ამის ნათელი მაგალითია მოსახლეობაში სხვადასხვა ტელევიზიების მიერ ჩატარებული გამოკითხვა, სადაც ქართველები ცოტათი უკმაყოფილები არიან დღევანდელი მთავრობის. რატომ?! ისევ მშივრები ვართ ! საქართველო იყიდებოდა საუკუნეების განმავლობაში და ახლაც ყიდიან.



ზემოთ გამოთქმული მოსაზერებებიდან გამომდინარე ერთი რამის თქმა შემიძლია. ჩვენ სამწუხაროდ მხოლოდ სხვის ნაკლს ვხედავთ და ჩვენი გვავიწყდება. “მართალი კაცის “ ცნებას ასეთი საქციელი ცდება. მე, როგორც რიგითი ქართველი, არ მივესალემები ნარკომანიას, გარყვნილებას, ქყვეყნის ფულზე გაყიდვას. ამის წინააღმდგ ჩვენ აქტიურად უნდა ვიბირძლოთ.


კაზანტიპის ფესტივალი დიდ სარგებელს მოუტანს სამეგრელოს რეგიონსა და მთლიან ქვეყანას: გაირზდება ტურისტების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში დახარჯავენ ფულს. ჩვენს ქყვეყანას კიდევ უფრო მეტად გაიცნობენ. ანაკლიის მოსახლეობა, რომლბმაც სესხი აიღეს, ბანკები სახლებს არ გაუყიდიან. ასევე გარემონტებული სახლები და ლამაზი ეზოები ხომ ისევ ჩვენთან დარჩება. ინფრასტრუქტურის გაუმჯბესება ფესტივალის დასრულების შემდგომ კიდევ მეტ ტურისტს მოიზიდავს.

არამგონია ამ ყველაფრის დათმობა ღირდეს მეგობრებო, რადგან გარყვნილებისა და ნარკოტიკის მაძიებელი ყოველთვის აღწევს მიზანს და მიზეზად კაზანტიპი არ სჭრიდება.


1
129
3-ს მოსწონს
ავტორი:პროგრესი
პროგრესი
129
  
2014, 14 აგვისტო, 13:50
ჩემი აზრით არ უნდა გაიმართოს კაზანტიპის ფესტივალი,ეს სრულიად მიუღებელია,,ამაში მე ძირითადად სახელმწიფოს ვადანაშაულებ,მართალია ეკლესიამაც უნდა აიმაღლოს ხმა და არა მარტო მათ ყველამ,, მაგრამ ვინ უსმინა ეკლესიას და მღვდლებს როცა გეი პარადი იყო,, კიდევ მღვდლები დააკავეს,, საქართველოში ბევრი უსამართლობა ხდებოდა და ეხაც ხდება,,ეს კი ძირითადად სახელმწიფოს ბრალია ,, სწორედ მათ უნდა იბრძოლონ ქვეყნის კეთილდღეობისთვის,, ჩემი აზრით ხელი უნდა შეუშალონ კაზანტიპის ფესტივალის გამართვას,, მათი ჩამოსვლით ქრისტიანები შერცხვებიან რა თქმა უნდა ისისნი ვისაც ამის შეგნება აქვთ
0 1 1