ამ წუთებში კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ლაზიკა
აღარ აშენდება.
ივანიშვილმა ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ პრესის წარმომადგენლებთან გააკეთა.
"მე ვერ ვხედავ საჭიროებას ამ ქალაქის აშენების და საერთოდ, რა ფულით უნდა აშენდეს? ეს ყველაზე ანეკდოტური შემთხვევაა, რაც სააკაშვილთან ასოცირდება, " - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ის პარლამენტის ადგილსამყოფელის საკითხსაც შეეხო, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ უნდა განთავსდეს ქუთაისში. ივანიშვილმა განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე პარლამენტის ახალ შემადგენლობას ქუთაისში მოუწევს შეკრება, რადგან, მისი თქმით, პარლამენტის შენობა თბილისში შიგნიდან უკვე დანგრეულია.
გამითამამადა უყურე შენ
დაიცა მოვიდეს :დ
ის ადამიანი ვინც ხალხისთვის იბრძოდა, მხოლოდ ერთეულებია რომელთაც თვით ხალხმა არ მოუღო ბოლო ;)