x
image
პროგრესი
კაცი, როგორც ქართველი ქალის იდეალი - როგორი კაცები მოსწონთ ქართველ ქალებს
imageდარწმუნებული ვარ ბევრჯერ მოგისმენიათ ქალებისგან ფრაზები, რომლებიც მიმზიდველი მამაკაცის სტანდარტებს ადგენენ. ზოგი ფიქრობს, რომ ეს ქალების მიერ გამოგონილი ტყუილია, რომელსაც ხშირად ემორჩიელბიან ხოლმე. საბოლოოდ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ რადაც არ უნდა მწარე სიმართლე გვქონდეს სახეზე და როგორც არ უნდა მოგვწონდეს კაცებს ეს ფაქტი, უნდა დავამსხვრიოთ სტერეოტიპები და ვიზროთ იმაზე, რომ ქალისთვის სასურველი გავხდეთ !
გთავაზობთ კრიტერიუმებს, რომლებიც ქალებისთვის პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი და თვალშისაცემია, რის მიხედვითაც ისინი დაფიქრდებიან იმაზე, თუ რა იქნებით თქვენ მისთვის: ცხოვრების თანამგზავრი, უბრალო მეგობარი თუ “ სანამ უკეთესი გამოჩნდება იყოს “
1. ქალები დიდ ყურადღებას აქცევენ მამაკაცის გარეგნობას. ქალები ასე ვთქვათ ამ მხირვ მინი-პედანტები არიან. როცა მამაკაცს უახლოვდებიან მათი თვალები მიდის ფრჩხილებისკენ. თუ ისინი არ გაქვს წესრიგში, ქალი იფიქრებს რომ თქვენ ჰიგიენას სხვა მხრივაც არ იცავთ.


2. არიან კაცები, რომლებიც ატარებენ წვერს და ცუდიც არ არის. უბრალოდ შეეცადეთ თქვენი წვერი ღორის ჯაგრისგან განსხვავდებოდეს. უნდა ითქვას ისიც, რომ ქალებს უხეში წვერი არ მოსწონთ, რადგან ამბობენ რომ კოცნისას მათ კანი უღიზიანდებათ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ წვერის შეხება არც ისე აღიზიანებთ როგორც ამბობენ.


3. ბევრს აინტერესებს უნდა იხმაროს თუ არა სუნამო. ამასთან დაკავშირებით ქალების აზრი არაერთგვაროვანია. იმ, შემთხვევაში თუ ეწევით სიგარეტს შეეცადეთ, რომ გაისხათ სუნამო. არამწველ ქალს ტანსაცმელზე ნიკოტინის სუნი არც თუ ისე ხიბლავს. სუნამოს ისეც ნუ გაისხავთ, რომ ქალს თქვენთან ყოფნისას ცხვირი გამოეწვას.


4. კლიენტები ხშირად მეკითხებიან ჩაცმულობაზე: სპორტული თუ კლასიკური?! ზუსტი პასუხი ამაზე არ არსებობს. თუმცა შემიძლია რჩევა მოგცეთ ქალის ასაკის მიხედვით: 15-18 წლის მანდილოსნები უპირატებისას ანიჭებენ მამაკაცის სპორტულ ჩაცმულობას, 19-30 ნახევრად კლასიკურ და ნახევრად სპორტულს, 30 და ზევით უკვე სუფთა კლასიკურს. შეეცადეთ, რომ თქვენი ჩაცმის სტილი მყვირალა ფერებში არ იყოს. ფერადი ტანსაცმელის შეხამება ერთამენთში უფრო გოგოს სტილია.



5. ყურადღება მიაქციეთ ასევე აქსესუარებს: ყელს და მაჯებს დიდი საათებითა და ხელსამაგრებით მაინცდამაინც ნუ გადაიტვირთავთ.

საბოლოდ ჯამში მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ გამონაკლისი ყველაფერში არსებობს და ეს ქალებსაც შეეხება. თუმცა შევეცადე რამდენიმე რჩევა მომეცა თქვენთვის და იმედია გამოდაგდებათ.

გისურვებთ წარმატებას !

2
728
8-ს მოსწონს
ავტორი:პროგრესი
პროგრესი
728
  
2014, 18 იანვარი, 12:01
მე პირველ რიგში საუბარს ვაქცევ ყურადღებას,აქედან გამომდინარე ფასდება მისი გარეგნობაც(ფრჩხილებზე არ ვარ ჩაციკლული).არ უნდა იყოს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე "მკვეხარა ქოთანი",ამაზრზენია ასეთი კაცის მოსმენა და ყურება თუნდაც ალენ დელონი იყოს :) რავი რა სერიოზული ჩამოყალიბებული და დასტოინი ტიპია კარგი და არა ტინგიცა,ჭკუათხელი და მოსაწყენი.ეს ჩემი აზრია
0 1 2