საზოგადოება სამარშუტო ტაქსებისგან განწირული თბილისი 2014, 21 ივნისი, 18:49 ნებისმიერი, რამ რითაც მოსახლეობა სარგებლობს სწორედ ამ უკანასკნელის კომფორტზე უნდა იყოს ორიენტირებული. დღეს, სამარშუტო ტაქსებში განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს. სანამ მის აღწერაზე გადავიდოდეთ, მოდი განვიხილოთ ის თუ რატომ არსებობენ თბილისში სამარშუტო ტაქსები და რა პრიორიტეტი აქვთ მათ.
მგზავრობა ღირს 80 თეთრი, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტობუსზე შედარებით ძვირია. ლოგიკურად, ე.წ. მარშუტკამ ფასის შესაბამისი და ავტობუსზე უკეთესი მომსახურება უნდა გაგიწიოს. სამარშუტო ტაქსში ასვლისას უნდა დაგხვდეს: ა) თავისუფალი სავარძელი ბ) კონდიციონერი მხოლოდ ეს 2 კომპონენტი განასხვავებს მათ ერთმანეთისგან. დღეს, გარშემო თუ მიმოიხედავთ და დღის განმავლობაში იმგზავრებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით განსხვავებას ავტობუსა და სამარშუტო ტაქსს შორის ვერ დაინახავთ: ადიხარ გაჭედილ ტრასპორტში, სადაც სუნთქვა გიჭირს, არა მხოლოდ იმიტომ რომ მანდ ბევრი ნახშირორჟანგი გამოიყოფა, არამედ იმიტომაც რომ მძღოლს კონდიციონერი გამორთული აქვს. როცა ეკითხები, თუ რატომ არ რთავს იგი კონდიციონერს, მისი პასუხი იგივეა რაც ყველა დანარჩენი მძღოლის - გაფუჭებულია. ამ სამწუხარო რეალობის ფონზე კი მოსახლეობა თავს იტყუებს მძღოლების მხრიდან. იხდიან იმ საფასურს, რაც ჩაწეულ ფანჯარასთან გაგრილებულ მძღოლებს საერთოდ არ ეკუთვნით. მე დღეს რამდენჯერმე ვიმგზავრე თბილისის სამარშუტო ტაქსით და მძროლს გადავუხადე მხოლოდ 50 თეთრი. შეკითხვაზე თუ რატომ არ ვიხდი საფასურს ბოლომდე, ჩემი პასუხი მარტივი იყო: “ თქვენი ტრანსპორტი არაფრით განსხვავდება ავტობუსისგან “ ყველას მოგიწოდებთ იგივე ქმედებისკენ ! დამიჯერეთ, თუ ეს მასიურად მოხდება, ე.წ. გაფუჭებული კონდიცონერები მაქსიმუმ 5 წამში შეკეთდება ! 299 2-ს მოსწონს
|