x
image
K.P.
რა "საიდუმლო ინფორმაციას" აწვდის ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოს პროკურატურას?

imageჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ცხელი ზაფხულის მიუხედავად სოციალურ ქსელში ტრადიციულად აქტიურობს. ეს ზაფხული მართლაც რომ განსაკუთრებით ცხელია. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და რამდენიმე მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენეს. ბრალდეულია ნანუკა ჟორჟოლიანის მეუღლე ირაკლი კოდუაც. მიმდინამრე მოვლენებთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟლიანმა კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა. "პროკურატურამ რამდენიმე თვის წინ თქვა, კოდუამ წაიკითხა სტატია სადაც გელაშვილი პრეზიდენტზე ცუდს ამბობდა, გაბრაზდა და სცემაო (ურა პატრიოტიაო რა, ან სხვა რამეო არ დავწერ აქ) პროკურატურა დღეს ამბობს, უი უი შეგვეშალაო, კი არ წაიკითხა და გაბრაზდაო, მიშამ ვანოსო, ვანომ კოდუასო, კოდუამ სირაძესო, სირაძემ კიდევ ვიღაცეებს დაავალაო. მოკლედ ვალერი გელაშვილი მთელმა ხელისუფლებამ სცემა ერთადო. ე ბიჯო, როგორც ჩემი ცოტნე იტყოდა, სტატიაზე ბრალის წაყენება ვის გაუგია. თქვენ და გარეთ, რომ ხალხს აშარდინებთ, მანდ ზიხართ ჩუმად და ეწევით? ეგ ცუდია ძაან, სხვებსაც უნდა მოაწევინოთ. ღორობა ჰქვია მაგას"-წერს ნანუკა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

image

ეს ყველაფერი როდია, ნანუკამ საქართველოს პროკურატურას საიდუმლო ინფორმაცია მიაწოდა. ეს ინფორმაცია არც მეტი და არც ნაკლები "რამ შეჭამა ვენახი აღმოჩნდა".

"პროკურატურას ვაწოდებ საიდუმლო ინფორმაციას, ამ ვიდეოში იმალება მთავარი დეტალები, მოკლედ რაც არის ის არის. გაძლევთ მასალას"-წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

image
0
397
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
397
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0