x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სელფი ტრაგიკულად დამთავრდა
image

























ახალგაზრდა მამაკაცმა შემთხვევით მოიკლა თავი სელფის გადაღების დროს.

21 წლის ოსკარ ოტერო აგილარი ადგილზე გარდაიცვალა.შემთხვევა ჩრდილოეთ მეხიკოში მოხდა.


როგორც Daily Mail-ი იუწყება, ოსკარი მეგობრებთან ერთად სვამდა, შედგომ, როგორ ჩანს ბიჭებს მოუვიდათ იდეა გადაეღოთ სურათები და "ფეისბუქზე" დაედოთ.


საერთოდ ოსკარს უყვარდა ფოტოების გადაღება ალკოჰოლურ სასმელებთან და ავტომობილებთან ერთად. ამაზე მისი პირადი გვერდიც მეტყველებს.ფოტოს პისტოლეტთან ერთად მისი კოლექცია უნდა შეევსო.


"სროლის და განწირული ყვირილის ხმა გავიგონე-იხსენებს აგილარის მეზობელი, -გავედი და ვნახე ბიჭი დაჭრილი იყო, გამოვიძახე პოლიცია, როდესაც ისინი მოვიდნენ, ოსკარი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო".


პოლიციამ ჩათვალა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა.მიუხედავად ამისა ერთ-ერთი მისი ამხანაგი დააკავეს, ხოლო მეორე მეგობარი შემთხვევის ადგილიდან გაიპარა.

image





















ამ ბოლო ხანებში სელფმა რამდენიმე ადამიანი ჩააგდო ხიფათში.

ზოგიერთი მათგანი თითქმის მთელს მსოფლიოში გახდა ცნობილი YouTube-ის წყალობით.

მაგალითად სელფი შტორმის ფონზე, როდესაც გოგონას კინაღამ მეხი დაეცა, ან კიდევ სელფი რკინიგზის ხაზთან, როდესაც ახალგაზრდა ყმაწვილი მემანქანის მოხერხებულობამ გადაარჩინა.


თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თითქოს ერთი შეხედვით უწყინარი სელფი სიკვდილით დამთავრდა.

2
281
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
281
  
2014, 5 აგვისტო, 12:59
კი მაგრამ რა გავარდა?
2014, 4 აგვისტო, 18:18
"გამო-სელფებული" თაობა.
0 1 2