x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უზარმაზარმა ჭრიჭინამ ოჯახს კინაღამ შიშისგან გული გაუხეთქა
ოჯახი დიდი ბრიტანეთიდან, კერძოდ კი ბუკინგემშიპიდან ახლაც შოკირებულია და ვერ იჯერებს, რომ მათ სახლში უზარმაზარი ჭრიჭინა შემოფრინდა.


53 წლის როზანა უილკისონი შიშისაგან შეხტა, როდესაც მეზობელი ოთახიდან მისი 24 წლის ქალიშვილის მოლის და სტუმრად მოსული მისი მეგობრის, ელი შელბის განწირული კივილი შემოესმა.


ქალი სასტუმრო ოთახში შევარდა და დაინახა, როგორ დაფრინავდა ოთახში ჭრიჭინა.

image

























"მათ ყვირილზე ოთახში შევირბინე და დავინახე უზარმაზარი ჭრიჭინა, ეს იყო "მინი-ვერტმფრენი", ნამდვილი მონსტრი იულური პერიოდიდან.იგი დაუჯერებლად ხმამაღალ ხმას გამოსცემდა-იხსენებს ბრიტანელი ქალბატონი-ჭრიჭინა ოთახში ტრიალებდა, ხოლო გოგონები გაუთავებლად კიოდნენ.ეს იყო საშინელება."image



53 წლის როზანამ მოახერხა და ეს უზარმაზარი მონსტრი, რომლის ზომაც დაახლოებით 8 დიუმი(20სმ)იყო, სამზარეულოს ფანჯრიდან გაუშვა, თუმცა მანამდე გაბედა და მასთან ერთად ფოტოც გადაიღო.image

5
117
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
117
  
2014, 2 აგვისტო, 23:27
საწყალი ჭრიჭინა ვინ იცის როგორ შეეშინდა მათ კივილზე :( მასეთი ბევრფეხებიანი და საცეცებიანი არსებების სასტიკად მეშინია :(
2014, 2 აგვისტო, 23:24
დიხლოფოსი და მისი ჯანი
2014, 2 აგვისტო, 21:32
ნუუუ, ეგეთ შემთხვევებში პირიქითაა, მე ვკივივარ და შვილები მაწყნარებენ:D
2014, 2 აგვისტო, 20:13
შენ წარმოიდგინე ვერც მე..თუმცა როცა შები შვილი კივის რაღაც უნდა მოახერხო
2014, 2 აგვისტო, 20:12
მე ვერ გავბედავდი:(
0 1 5