სხვა ეგზოტიკური ცეკვა კინგკონგთან ანუ როგორ გავყიდოთ აზიაში პიკაპი (+ძალიან სახალისო კრეატიული რეკლამა) 2014, 1 აგვისტო, 16:41 ახლახან ინტერნეტში გამოჩნდა Toyota-ს სრულიად ახალი და კრეატიული ვირუსული რეკლამა. რეკლამა ახდენს მკაცრ საქმიან კოსტიუმებში ჩაცმული საქმიანი მამაკაცების დემონსტრირებას, რომლებიც ჯუნგლებში მხოლოდ იმისათვის მიდიან, რომ გორილასთან და ველურებთან ერთად იცეკვონ.
Jungle Wakudoku-ახალი ზღვარია ამომავალი მზის ქვეყნის ექსცენტრიული რეკლამების დიადი ტრადიციისა. მანამდე იყო უამრავი თავბრუდამხვევი, იდუმალი და ასე განსაჯეთ, საშიში რეკლამებიც კი. მოდით სხვა კუთხიდან შევხედოთ სიმართლეს-იაპონელები ძალიან უცნაური ერია. საინტერესოა, რა ნივთიერებას უმატებენ ჰაერის იონიზატორებში იაპონიის სარეკლამო სააგენტოებში. აქაური კულტურა უკვე ვეღარ თავსდება ტრადიციულ ჩარჩოებში და ის გამოსავალს მარკეტინგულ პროექტებში პოულობს. რა თქმა უნდა, უცნაური და კრეატიული რეკლამების დიდი ნაწილი, არა სატრანსპორტო საშუალებებს, არამედ საკვებს, ჰიგიენის საშუალებებს და ენერგეტიკულ სასმელებს ეხება, მაგრამ როგორც ირკვევა, საავტომობილო რეკლამებიც უკვე თავის სიტყვას ამბობენ ამ საქმეში. აბსურდული ცეკვების და ულამაზესი ბუნების ფონზე თავდაპირველად ვერც კი ვამჩნევთ Toyota Hilux-ის პიკაპს, მაგრამ რეკლამის 3-4-ჯერ ნახვის შემდეგ ვრწმუნდებით, რომ სწორედ ის თამაშობს აქ მთავარ როლს. მისი შემხედვარე, საკუთარ თავს უსვამთ კითხვას, რატომ მაინდამაინც Toyota Hilux და არა Audi ან Mercedes-ი? აი სწორედ აქაა, როგორც იტყვიან, ძაღლის თავი დამარხული: დაინტრიგება უკვე მიღწეულია, ესე იგი რეკლამის ოსტატებმა თავიანთი საქმე უკვე გააკეთეს და მიზანსაც მიაღწიეს. დასასრულს, გთავაზობთ ამ კრეატიულ, უცნაურ და სახალისო რეკლამას. 29 8-ს მოსწონს
|