x
image
beko777
Mediator image
მოგზაურობა წარსულში: - ფიქრები 7 ნოემბრის მიტინგის დარბევიდან...
image2007 წლის 7 ნოემბერი იდგა, სუსხიანი დღე იყო, რაღაცნაირი, უჟმური, ნაცრისფერი... მეც ეგეთ ხასიათზე ვიყავი მახსოვს, თანაც 10 აგვისტოს სააკაშვილისგან, რედაქციის შენობიდან ათასობით სხვა ჟურნალისტთან ერთად პანჩურით გამოგდებულს, ჯერ კიდევ არ გამნელებოდა პრეზიდენტზე გაბრაზება და ხშირად ვსტუმრობდი ხოლმე დედაქალაქში მიმდინარე ფართომაშტაბიან მიტინგებს, მოვალეობის შესრულებაც არ მავიწყდებოდა და ინტერესიც იმისა, ისტორიისთვის დამეტოვებინა დოკუმენტალური კადრები.


უმეტესობას უკვირდა ხოლმე, როცა პოლიტიკურ აქციებზე მხედავდა „შოუ-ბიზნესის ჟურნალისტს“, მაგრამ არასოდეს ამისთის ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან სტატუსი „შოუ-ბიზნესის ჟურნალისტი“ ჩემთის უბრალოდ კონკრეტული საქმით დაკავებაა და მეტი არაფერი, რადგან იმ იშვიათ ჟურნალისტთა შორის ვარ, რომელსაც 1988 წლის ნოემბრის აქციებიდან დღემდე, ყველა (!) აქცია აღრიცხული მაქვს ჩემს სპეც-ბლოკნოტში და მათგან რათქმაუნდა - ყველა პოლიტიკური აქცია იყო.


imageშიში? შიშის ფაქტორი არასოდეს არ მქონია არც მაშინ და არც ახლა, უბრალოდ არასოდეს არ მომწონდა როცა მცემდნენ იმის გამო, რომ პატრიოტი ვიყავი და მირტყავდნენ იმის გამო, რომ ჟურნალისტი ვიყავი, - არც 1990 წლის 22 აპრილს, ლენინის დაბადების დღეზე, რუსმა ჯარისკაცებმა ლენინის მოედანზე სიკვდილამდე რომ მცემეს იმის გამო, ჩემივე შეკერილი სამფეროვანი ქართული დროშა ძეგლთან მივიტანე და კვარცხბელკთან, დავარჭე და არც მაშინ, როვა სიმწრით ნაყიდ ჩემს პატარა ვიდეოკამერას 12 (!) ქართველი პოლიციელი, მთელი სისატიკით მართმევდა, იმის გამო, რომ შემთხვევით (!) გადავიღე - თუ როგორ ამოსცხო წიხლი პოლიციის ოფიცერმა მომიტინგე გოგონას (სხვათაშორის ჩემი კამერის წართმევის მცდელობის კადრები ტ/კ „კავკასიას“ აქვს გადაღებული)....


imageამხელა შესავალი მხოლოდ იმისთვის, რომ 7 ნოემბერზე მომეთხრო: - მოკლედ მე და ჩემმა ძმაკაცმა მოვკიდეთ ამ ჩემს კამერას ხელი და მორიგი გადაღებისთვის რუსთაველზე მანქანით გავედით, - დარბევა სულ რაღაც წუთების დაწყებული იყო... ცივსისხლიანი ჟურნალისტი კი შეიძლება ვიყო, და კარგი კადრის გულისთვის შემიძლია ტანკსაც ჩავუწვე, მაგრამ რთულია, როცა შენს გვერდით ამ დროს შენი მეგობარია, რომელიც პირველად მოხვდა მსგავს დარბევაში და მაინცდამაინც არ მოეწონა ეს :)) - ათას ვინმეზე ფიქრობ, ათას რამეს ითვალისწინებ და მოკლედ კადრი გიფუჭდება ხშირად...



imageმოგვიანებით, ელიავას ქუჩაზე, პროფილაკტიკაში გოგა ხაჩიძეს შემთხვევით შევხვდი, მასაც მანქანა ჰქონდა გაფუჭებული და მეც... დიდიხანია მასთან ვმეგობრობდი ცნობილი მიზეზების გამო :), ხოდა ვკითხე - რაიყო ბიჭო ეს? ბევრი დარაბევა მინახავს, ბევრი რეზინის დუბინკა გადატარებულა ჩემს ბეჭებსა და თავზე, მარაა ასე მწარედ არცერთი - თქო, - ღიმილით ვუთხარი! - პირველი ასეთი მასობრივი დაშლა იყო მიტინგის და ხომ იცი, პრაქტიკა რამდენს ნიშნავს, ბევრი რამე შეეშალათ და რა გითხრა აბაო?!


მართალი იყო გოგა ხაჩიძე, - მსგავსი მაშტაბის აქცის დაშლა-დარბევა საქართველოში მართლა პირველი იყო და ჩვენ, რომ ტელევიზორში დემოკრატიულ ქვეყნებში აქციების დარბევა გვინახავს, იმისთანა ორგანიზებულს მაინცდამაინც ვერ გავდა :) (რაც რამდენიმე წლის შემდეგ 26 მაისის დარბევის დროს გამოასწორა ხელისფლებამ)....სარკაზმი სარკაზმად და... თითქოს არფერი განსაკუთრებული, სპეცრაზმი და პოლიცია ნელ ნელა მოიწევდა თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის მოედნისკენ და მოერეკებოდა ხალხს, ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდად, ისროდნენ ხმოვან ყუმბარებს (რომლებიც ხშირ შემთხვევაში უკანვე უბრუნდებოდათ ხალხისგან), ისროდნენ რეზინის ტყვიებს, რაც განსაკუთრებულად მწარე იყო თუ სახის არეში გხვდებოდა (სამახსოვროდ რამდენიმე რეზინის ტყვია სუვენირად დღესაც მაქვს შენახული კაბინეტში)...


imageოპერასთან სპეცრაზმმა პარალიზებადი გაზი ინტენსიურად აამუშავა და ბუნებრივ წვიმას, ცრემლსადენი ყუმბარების წვიმაც შეუერთდა. გაბრაზებული მომიტინგეები პატრულის მანქანას, რომელიც უხერხულად გაიჭედა შუა რუსთაველზე წიხლებით შესდგნენ და სადამდეც შეიძლებოდა ჭეჭყეს და ჭეჭყეს. ლაღიძის წყლებთან სოზარ სუბარი ტირის, პირბადეს აწვდიან, გვიანია... არ შველის, ამის შემხედვარე გოგა ხაინდრავა თბილისურ, იტალიური სამსართულიანი ეზოს გინებებს უგზავნის მთავრობას და სპეცრაზმისკენ აჟიტირებული იქაჩება, რომ გაეშვათ მიუვარდებოდა და.... კიდევ კარგი ძლივს დაიჭირეს და დააოკეს თანამოაზრეებმა.


imageგახშირებულმა ცრემლსადენმა გაზმა თავისი ქნა და ხალხი მასობრივად დაიძრა რესპუბლიკის მოედნისკენ, პირდაპირ ოპერის წინ ვგრძნობ, რომ ზუსტად ჩემს ფეხებს შუა ყუმბარა გასკდა... საშინელი ხმა აქვს. ცრემლსადენი გაზიც მალე ამოვარდა კაფსულიდან და მეც კაი ტიკი ტომარა ვარ :) - მაინცდამაინც მაშინ მომინდა თბილისური სუფთა ჰაერის ახალნაწვიმარზე ღრმად ჩასუნთქვა.. :)) - ვგრძნობ რომ გონებას ვკარგავ, ვეღარ ვსუნთქავ, კამერის გამორთვა არ მინდა და ყველაფერს ვიღებ, ვცდილობ გონება არ დავკარგო, საშველად კაკოს მინდა დავუძახო, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ, გონების დაკარგვამდე ალბათ ერთ წუთი თუ მექნებოდა დარჩენილი, მარჯვენა მხარეს სასწრაფო დახმარების მანქანა შევნიშნე, ჯიუტად გავიწიე და ვიღაცამ დაინახა რა, რომ უკვე ვითიშებოდი სასწრაფო მანქანის კაბინაში შემაგდო.... კამერა იღებს (მერე, რომ ვუყურე ამ კადრებს - სასაცილო ვარ, ძალიან სასაცილო, თითქოს პანიკაში ჩავარდნილი, რომ ვეძებ შველას მე თვითონაც რომ არ ვიცი სად :) - სუნთქვის შეკვრა მაინცდამაინც კარგი რამე ვერაა)...

სასწრაფოს ექიმებმა რაღაც შემასხურეს სახეზე, სველი დოლბანდით თვალები ამომწმინდეს და რაღაცეები მირჩიეს, რამაც აშკარად მიშველა.... მანქანა, სპეცრაზმელების მწყობრში ნელა შევიდა, გზა დაუთმეს, ცოდვას ვერ ვიტყვი - თავისუფლად გაატარეს, კამერა ისევ იღებს, ვცდილობ ბიჭებს თვალებში შევხედო - ძალიან მინდა პირველი ქართული სახალხო მასობრივი დარბევის გმირები დავაფიქსირო...


imageჩემი ძმაკაცი ოპერის წინ დავკარგე (მერე აღმოვაჩინე, რომ ლაღიძის ქუჩაზე დაუკარგავს გონება და მასაც სასწრაფო დახმარებია), ამაზე ცალკე კინაღამ მოვკვდი ნერვიულობით, ცალკე იმაზე ვნერვიულობდი, რომ ცუდად ვიყავი და არ მომწონდა ეს ამბავი, მეშინოდა ვეღარაფერს გადავიღებდი.


პუშკინის ქუჩაზე სასწრაფოდან ჩამოვედი და თაბუკაშვილის ქუჩის ჩიხებით ისევ დარბევის მთავარ ეპიცენტრს შევუერთდი, ისევ ოპერასთან, „იმელის“ შენობამდე არ მისული ისევ ვიწამლები, ისევ ყუმბარა მხვდება და ისევ ვითიშები, ჩემი ძმაკაციც იქ ვნახე საღსამალათი და გამეხარდა - მიშველისთქო, ბედად სასწრაფოს ექიმი დავინახე, - ჩემი „ზემლიაკი“ და შოუ-ბიზნესშიკი - პაატა თედიაშვილი არ შემრჩა ხელთ? იმ დროს პაატა სასწრაფოს ექიმი იყო და ისიც თავის მოვალეობას ასრულებდა, - მიშველა! - (მობილური კავშირი, გათიშული იყო და ერთმანეთის მოძებნა ხალხს იმ ტერიტორიაზე უჭირდა, მერე თქვეს მერაბიშვილმა ხალხზე რაღაც ახალი იარაღი - აკუსტიკური ხმის ნერვიული სისტემის დამაზიანებელი გამოიყენაო და მობილურ კავშირსაც თიშავსო - ამბობდნენ).


imageმოკლედ, მიტინგის დაშლა, დარბევაში ჯერ (!) მაინდამაინც არ გადაზრდილიყო, ამიტომ მაინდცდამაინც დიდი აგრესიულობა ხალხს არ გამოუხატავს და მშვიდად იხევდა უკან, ფილარმონიისკენ, სადაც დაიშალა კიდეც მიტინგი და საბედისწერო გადაწყვეტილება - რიყეზე, ნეიტრალურ ადგილზე შეკრებაც სპონტანურად გადაწყდა, მე და კაკო იქაც მივედით, რუსთაველიდან გამოქცეული დაწამლულ-დაღლილი ხალხი მშვიდად იკრიბებოდა, გული მწყდება ჩემი კამერის აკუმლატორი ჯდება, აპარატიც ითიშება... თუმცა მგონია, რომ გადასაღები აქ უკვე აღარაფერი არ იქნება, - რა მწარედ შევცდი...:((


ბესო ჩუბინიძე



image


image

image

image

image

image

image

image

image

image









0
219
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0