კულტურა "შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო" - საოცრად გაბედული მამაკაცები და ქალები ყოველწლიურად გამართულ "Bee Clovermead" ფესტივალზე (+ ვიდეო ) 2014, 30 ივლისი, 11:09 ბოლო ათი წელია, ეს თავბრუდამხვევი და გულისამრევი კონკურსი იმართება კანადაში. ზღაპრების ჩვენს ასაკში აღარავის სჯერა, მაგრამ ძნელია იმ რეალობაში ყოფნა, სადაც ასობით და ათასობით ფუტკარს სახეზე ისვამენ და წვერს იკეთებენ.კონკურსის ამ სახეობას დიდი ხნის ისტორია აქვს, როდესაც ინოვაციებით და კრეატიული კონკურსებით განთქმული კანადელები თავს აწონებენ მსოფლიოს. სწორედ ამ კონკურსზე მოგვითხრობენ სტატიაში, რომელიც შეეხება "Ontario buzzing Best Bee Clovermead".
სამყაროს ყველაზე გაბედული, უშიშარი და ექსტრავაგანტული ქალები და მამაკაცები - ასე ახასიათებენ კონკურსის მონაწილეებს.წყაროს ინფორმაციით კონკურსში მონაწილეობს ოთხი გუნდი თითო კაცის ( ან ქალის) შემადგენლობით.ორ გამარჯვებულს გამოავლენს ოფიციალური ჟიური და აუდიტორია, რომელიც ესწრება აღნიშნულ კონკურსს. ქალბატონი ნურია მორისონი მეხიკოდან, რომელიც სახის გამომეტყველებით და აწეული ცერა თითის ჩვენებით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან კმაყოფილია. ის წელს ამ კონკურსის გამარჯვებული გახდა. .კონკურსი "Clovermead " ითვალისწინებს არა მხოლოდ ათასობით ფუტკრის თანხლებით დგომას, არამედ თითოეული მონაწილე ვალდებულია მაყურებლის წინაშე წარსდგეს მცირედი ცეკვის ილეთებით.ამის შემდეგ ჟიური ირჩევს "Би Борода " ჩემპიონს, მაგრამ მაყურებელსაც აძლევენ საშუალებას თავისი რჩეული კონკურსანტი გამოავლინოს. რას გვიამბობს Clovermead Apiaries თანამფლობელი კრის ჰიემსტრა: -- " ეს მართლაც დიდებული სანახაობაა, მაგრამ რისკებიც და საფრთხეებიც დიდია, რადგან ფუტკრის მრავლობითი ნაკბენი ადამიანის სიკვდილს იწვევს. თუმცა კონკურსანტები ხშირად საუბრობენ, რომ ორი, სამი კბენა ნამდვილად ღირს მოთმენად". 68 7-ს მოსწონს
|