x
image
beko777
Mediator image
ჯაბა ბოჯგუას მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა
თითქმის ყველასგან მიტოვებული, ერთდროს ერთ-ერთი პოპულარული ქართველი მომღერალი ჯაბა ბოჯგუა 6 წელია კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და მისი ფიზიკური არსობა, რომ იტყვიან არც იქითაა, არც აქეთ, და ყველაზე დიდი ჯაფა, რათქმაუნდა მომღერლის დედას - ქ-ონ მანანას ადგას, რომელიც რათქმაუნდა იმედს არ კარგავს, რომ შვილი მალე გამოჯანმრთელდება და ფეხზე თუ ვერ დადგება, წამოდგომას და მეტყველებას მაინც შეძლებს, რისი თქმის საფუძველსაც მას 6 წლის უკან ნანახი სიზმარი აძლევს.


საოცარია, რომ დაახლოებით 2 კვირის უკან ექიმების მიერ ჯაბას თავზე გადაღებულმა ტომოგრაფიამ (თუ სწორად ვამბობ - ავტ) ოდნავი გაუმჯობესება მართლაც აჩვენა წინა პერიოდთან შედარებით და აშკარად შეიმჩნევა პოზიტიური ცვილებები თავის ტვინის უჯრედების აღდგენის პროცესში, რაც რათქმაუნდა მომღერლის შესაძლო და ოდნავი გამოჯანმრთელების საწყისი მიზეზი იყოს.


ჩვენს ინტერნეტ-ტელევიზიას რამდენიმე სიუჟეტი აქვს მომზადებული ჯაბა ბოჯგუას შესახებ, რამდენიმე საქველმოქმედო ნაბიჯი აქვს გადადგმული (ყველა ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქვე, ჩვენს ბლოგზე - ავტ) და რაოდენ გასახარია, რომ სულ ახლახანს, „ვარსკვლავების“ დახურული არქივების ნაწილის გახსნის დროს, აღმოვაჩინეთ ჯაბა ბოჯგუას მიერ ორგანზიებული საქველმოქმდო აქციის კადრები, როცა ის, თავად დადიოდა მეგობრებთან ერთად ბავშვთა სახლებში საქველმოქმედო აქციების ჩასატარებლად, არამუსიკალური ფორმატით, არამედ - პირდაპირი, საჩუქრების ჩატანის, მატერიალური გვერდში დგომის და ა.შ.


აქტიური მუშაობის პერიოდში ყველამ (განსაკუთრებით მისმა კოლეგებმა) იცოდა ჯაბა ბოჯგუას რთული და უცნაური ხასიათის შესახებ ადამიანებთან ურთიერთობაში, მაგრამ მას ყოველთვის ყავდა მეგობრების საკუთარი წრე, საქმიანი გარემოცვა და უბრალოდ ახლობლები შოუ-ბიზნესის სფეროდან, - ობიქტურობა გვაიძულებს ვთქვათ, რომ ბევრ მათგანთან არც ისე კარგი დამოკიდებულება ქონდა (მათ შორის ჩვენთანაც - ავტ) ზემონახსნები მიზეზის გამო, მაგრამ მაინდამიანც სწორად არ მიგვაჩნია - როცა ადამიანი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, მასზე ხელის განწირულად ჩაქნევა, კაცმა არ იცის - ხვალ ვის რა ელოდება.



მოკლედ, ის საკრალული 7 წელი სიზმრიდან, მომავალ წელს გადის, დღეს ექიმებმა ჯაბას თავში უჯრედების აღდგენის პოზიტივი შეამჩნიეს, რა იქნება... ეს, მხოლოდ ღმერთმა იცის...


image

image

image

image

image

image

image






2
1468
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
1468
  
2014, 13 აგვისტო, 20:08
დზალიან კარგიი,ღმერთმა გადაარჩინოს და დაიფაროს :) დზ გამიხარდა
2014, 30 ივლისი, 10:30
მიხარია
0 1 2