x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მღვდელს აჩუქეს პორნოფილმი,რომელიც მის ეკლესიაში იყო გადაღებული
image





















პატარა ქალაქ ჰერშინგის (Hoersching)კათოლიკური ეკლესია, რომელიც ავსტრალიაში მდებარეობს, პორნოფილმის გადასაღებ მოედნად იქცა.


ეკლესიის წინამძღოლის განცხადებით, საღვთო მსახურების შემდგომ მას მიახლოვდა ერთ-ერთი "მრევლი" და გადასცა DVD დისკი.


როგორი იყო ღვთისმსახურის გაოცება, როდესაც გააცნობიერა, რომ პორნოფილმს უყურებდა, ხოლო შემდგომი აღმოჩენა უფრო შოკისმომგვრელი და აღმაშფოთებელი იყო.


მღვდელი მიხვდა, რომ დეკორაციები ფილმში ძალზე ნაცნობი იყო.მას კინაღამ ფეხქვეშ მიწა გამოეცალა, როდესაც მიხვდა, რომ ფილმი მის საკუთარ ეკლესიაში იყო გადაღებული.


მღვდელმა კიდევ ერთხელ ნახა ვიდეორგოლი, რომ საბოლოოდ დარწმუნებულიყო ვარაუდის სისწორეში და მხოლოდ ამის შემდგომ მიმართა პოლიციას.


სამართალდამცავებმა კიდევ ერთხელ შეადარეს პორნოფილმის დეკორაციები და ეკლესიის ინტერიერი.დანაშაული გამოიკვეთა.

ამჟამად სამართალდამცავები მუშაობენ დამნაშავეების აყვანის ოპერაციაზე, ამასთანავე სურთ გაარკვიონ რა ხერხებით შესძლეს მღვდელთმსახურების და მრევლის შეუმჩნევლად ტაძარში პორნოფილმის გადაღება.

0
136
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0