x
image
worldsport.ge
“გალათასარაი” ინლერის შეძენას ცდილობს

imageშვეიცარიის ეროვნული ნაკრებისა და “ნაპოლის” ნახევარმცველი – გეკჰან ინლერი “გალათასარაის” თვალთახედვის არეში მოხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას Fanatik-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს საკმაოდ ბევრი იწერება თურქული კლუბიდან ვესლი სნეიდერის შესაძლო წასვლის შესახებ და როგორც ჩანს, “გალას” ხელმძღვანელები ჰოლანდიელის შემცვლელს ეძებენ.
თურქების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე 30 წლის შვეიცარიელი ნახევარმცველია და უახლოეს მომავალში “გალათასარაი” “ნაპოლის” ინლერის სანაცვლოდ 6.5 მილიონ ევროს შესთავაზებს.
გასულ სეზონში, ინლერმა “ნაპოლის” მაისურით 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ოთხი გოლი გაიტანა.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0