x
image
beko777
კულტურის ახალი მინისტრი გამოწვევებისთვის მზადაა
imageსაქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა ახალი მინისტრების თანამდებობებზე დამტკიცებას და 2-3 დღეში პარლამენტის რატიფიკაციაღა დარჩებათ მათ ოფიციალურად - მინისტრის სტატუსის მისანიჭებლად.


პრემიერმინისტრმა საქართველოს კულტურის მინისტრად კომპანია „ისთერპრომოუშენის“ ხელმძღვანელი მიშა გიორგაძე წარადგინა, რომელიც საქართველოში ცნობილია, როგორც მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩვენს ქვეყანაში პირველი ექსპორტიორი, სწორედ მისი და მისი გუნდის ეგიდით იხილა ქართული საზოგადოების ნაწილმა თავის დროზე - რეი ჩარლზიდან და ჯეიმს ბრაუნიდან დაწყებული, რეპერ ქულიოსა და ჯგუფ „ბონი ემით“ დამთავრებული.


imageროგორც ახალმა კულტურის მინისტრმა ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძის გადაცემაში „პირისპირ“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა - შეთავაზება ირაკლი ღარიბაშვილისაგან 2 დღის წინ მიიღო ტელეფონით და 2 დღეშივე გადაწყდა ეს საკითხი, სუაბრისას განაცხადა, რომ მზადაა გამოწვევა მიიღოს და საქართველოს კულტურის სამინისტროს სათავეში ჩაუდგეს, სჯერა რომ ის პროფესიონალები დაეხმარებიან რომლებიც დღესაც არიან სამინისტროში და დაეხმარებიან სწორი გადაწყვეტულებების მიღებაშიც.


მიშა გიორგაძემ ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა რეგიონალური მასშტაბით კულტური სამინისტროს მუშაობის გააქტიურების პრიორიტეტი, განაცხადა, რომ - ეს ყველაზე გამოკვეთილი მიმართულებაა, ეს პრობლემური საკითხია დღეს საქართველოში, რაშიც კულტურის სამინისტრომ ყველაზე დიდი როლი უნდა შეასრულოს, - ის აპირებს პირადად ჩავიდეს რეგიონებში და ადგილზე შეისწავლოს სიტუაცია, განახორციოლოს ინფრასტრუქტული პროექტები, კერძო ინიციატივებს მხარი დაუჭიროს და თავად კულლტურის ასმინისტრო გახადოს არამხოლოდ კონკრეტული პროექტების თანაორგანიზატორი ან დამფინანსებელი, არამედ თავად გახდეს - მათი დამგეგმავი და შემსრულებელი.



image- „ისთერპრომოუშენის“ მთლიან გუნდი ვერ წამოვა ჩემთან ერთად სამინისტროში, რადგან ის პროექტები არ უნდა დაზარლდეს რომელზეც კომპანია დიდიხანია მუშაობს, რადგან ისინიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და რეგიონისთვის, სადაც ეს პროექტები ხორციელდება, - რამდენიმე კაცი ამ კომპანიიდან და პლუს ის ხალხი, პროფესიონალები, რომელიც იქ დამხვდება, ამ გუნდის შეკვრით - ყველა გამოწვევას შევეჭიდებით, განაცხადა საუბრის ბოლოს მიშა გიორგაძემ


ახალი მინისტრი ამ ეტაპზე ბათუმში იმყოფება და 24 ივლისს დაწყებული „ჯაზ-ფესტივალის“ მიმდინარეობითაა დაკავებული, რისი დასრულების შემდეგაც იგი თბილისში დაბრუნდება, სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდება და მუშაობას შეუდგება.

0
77
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0