x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ნუთუ შესაძლებელია მკვდრეთით აღდგომა?
image



რადიკალურმა პროცედურამ, რომელიც დროსაც პაციენტის სისხლი მარილის გაცივებული ხსნარით შეიცვლება შესაძლებელია ადამიანი კლინიკური სიკვდილის მდგომარობიდან სიცოცხლეს დავუბრუნოთ, ამტკიცებს BBC Future-ს კორესპონდენტი.


"თუ თქვენი სხეულის ტემპერატურა 10⁰С-ია, ტვინის აქტიურობის ნიშნები არაა, გული გაჩერდა, სისხლი არ მოძრაობს, -ესე იგი თქვენ მკვდარი ხართ და ძნელად თუ შეეპარება ამაში ეჭვი, -ამბობს არიზონას უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი პიტერ რი, -მაგრამ ჩვენ დაგიბრუნებთ სიცოცხლეს."


პიტერ რი არ აჭარბებს, ექსპერიმენტები, რომელსაც მეცნიერი კოლეგებთან ერთად ატარებს მერილენდის უნივერსიტეტში, ამტკიცებს, რომ ორგანიზმში შესაძლებელია საათობით ანაბიოზის შენარჩუნება.მათი მეთოდი, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ცხოველებზე ხორციელდება, ერთ-ერთი თამამი ექსპერიმენტია მედიცინის ისტორიაში.



პროცედურის დროს პაციენტს სისხლისგან დაცლიან, სხეულს აგრილებენ 20⁰С-მდე.ოპერაციის შემდგომ სისხლი კვლავ იტუმბება ორგანიზმში, ხოლო სხეული ნელ-ნელა თბება.


"როგორც კი ორგანიზმში სისხლი გადაიქაჩება, სხეული მაშინვე ვარდისფერ შეფერილობას იღებს, ხოლო გარკვეულ ტემპერატურამდე გათბობის შემდეგ გული სპონტანურად ირთვება-აცხადებს პიტერ რი, -ეს ძალზე საინტერესოა, 30⁰С -ზე გული მუშაობას იწყებს, ხოლო როდესაც სხეულს სითბო უბრუნდება, გულის რიტმიც ნორმაში ჯდება".


"საინტერესოა, რომ იმ ცხოველებზე, რომლებზედაც ექსპერიმენტი ხორციელდება და სიცოცხლეს ვუბრუნებთ, ძალიან მცირე გვერდითი მოვლენები შეინიშნება."

"ცოტა ხანი მყარად ვერ დგანან ფეხზე, თუმცა მეორე დღეს ისინი უკვე აბსოლუტურად ნორმალურად იქცევიან"-აცხადებს რის კოლეგა სემუელ ტიშერმანი.


ტიშერმანმა მას შემდეგ მოიპოვა მსოფლიო აღიარება, როდესაც განაცხადა, რომ მზადაა ახალი მეთოდი პიტსბურგის საავადმყოფოში დანერგოს.ეს გახლავთ ძირითადად ის პაციენტები, რომლებიც ტყვიით არიან დაჭრილები და მათი გადარჩენის შანსი მცირეა.


"მოვატყუოთ სიკვდილი ანაბიოზით"-ასე იუწყებოდა ტელეარხი CNN.


გაზეთი New York Times ტიშერმანის მეთოდიკას უფრო ხისტი სათაურით გამოეხმაურა:"მოვკლათ პაციენტი იმისთვის, რომ შემდგომ ისევ გავაცოცხლოთ."image

1
261
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
261
  
რა საინტერესოა....
0 1 1