x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510029
პროფესიის არჩევა

ნებისმიერი ინდივიდის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა მას
გადაწყვეტილების მიღება, მრავალთაგან ერთი პროფესიის არჩევა და შესაბამისად, ამ მიმართულებით
სამომავლო გეგმების დასახვა უწევს. როგორც წესი, ეს პერიოდი უფროს სასკოლო ასაკში
- სკოლის დამთავრების პერიოდს ემთხვევა. მომავალი
ცხოვრებისეული გეგმების შემუშავება უფროსკლასელების უკვე მნიშვნელოვანი მონაპოვარს წარმოადგენს, რადგან იგი პიროვნების
განვითარების მაღალი დონის პირდაპირი გამოძახილია.

პროფესიის
არჩევა ძალიან რთული, ფაქიზი და საპასუხისმგებლო პროცესია. ხშირ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება ჭირს, რადგან ამ ასაკის ადამიანების
უმრავლესობა ზოგჯერ ადეკვატურად ვერ აფასებს მათ გონებრივ შესაძლებლობებს, არ აქვთ
ფსიქოლოგიური მზაობა და მყარი ინტრესები. ამის გამო ინდივიდები მათ შესაძლებლობებთან შეუსაბამო პროფესიას
ირჩევენ, რაც მათ სასწავლო და შემდეგ სამუშაო პროცესზე/შედეგზე უარყოფითად აისახება.
პროფესიის არჩევაზე მოქმედებს როგორც სუბიექტური (მოტივაცია,
მიმართულებითი ინტერესები, ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობა), ისე გარეგანი ფაქტორები -
სოციალური დამოკიდებულება; საზოგადოების, ოჯახის,
მეგობრების, მასწავლებლების აზრი ხშირად ძალიან
წონადია და დიდ როლსაც თამაშობს პროფესიის არჩევაში. ასევე საგულისხმოა ე.წ. მოდური
პროფესიებიც, რომლებიც კონკრეტული სოციუმისთვის თითქოს პრიორიტეტულია, თუმცა თუ კარგად
გაეცნობით და მით უმეტეს, ინდივიდუალურ უნარებს შეადარებთ, არც ისეთი მომხიბვლელი მოგეჩვენებათ,
როგორიც თავიდანვე ჩანდა.


იმისათვის,
რომ უფროსკლასელმა სრულყოფილად მოახდინოს ე.წ. პროფესიული თვითგამორკვევა, აუცილებელია,
მას დაეხმარნონ საკუთარი უნარ-ჩვევების შეფასებასა და პრიორიტეტების დალაგებაში. უპირველეს
ყოვლისა, აუცილებელია მშობელმა იზრუნოს შვილის შემეცნებითი სფეროს, მოტივაციის, სწავლის
ხარისხის ამაღლებისთვის. იგი უნდა იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული, ზედმიწევნით კარგად
იცოდეს მის მიერ არჩეული პროფესიის პერსპექტივები და სამომავლო მიმართულებები. ნათლად
გააანალიზოს თავისი არჩევანის დადებითი/უარყოფითი მხარეები; გამოვიდეს ე.წ. „რომანტიული“ პროფესიების ილუზიებიდან
და გააცნობიეროს, თუ რეალურად რა სახის სიძნელეებს შეიძლება წააწყდეს.


გარშემომყოფების მორალური დახმარება კი, როგორც
აღვნიშნე, აუცილებელია. გარდა ინფორმირებისა,
სასურველია გავამხნევოთ, ძალა შევმატოთ,
მოტივაცია გავუზარდოთ, დადებითი ემოციებით დავმუხტოთ, ერთი სიტყვით, აბიტურიენტს კეთილგანწყობილი
გარემო შევუქმნათ და შედეგად,
განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი - პროფესიული
თვითგამორკვევა დაძლეული, სამომავლო გზა კი
- გაკვალული იქნება.





თინათინ გოგმაჩაძე

0
605
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ გოგმაჩაძე
თინათინ გოგმაჩაძე
605
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0