კარდაშიანების ცნობილი ოჯახის 18 წლის ულამაზესი კენდალ ჯენერი გავრცელებული ინფორმაციით იმ დიდებულ პროექტს ტოვებს, საიდანაც ეს პატარა გოგონა მსოფლიომ გაიცნო.საუცხოო აღნაგობის და ოჯახის დანარჩენი წევრებისგან გამორჩელი კენდალ ჯენერი უარს ამბობს გააგრძელოს კარდაშიანების დიდი ოჯახის წევრის როლის თამაში, რის მიზეზადაც მისი სამომავლო გეგმები სახელდება. უკვე მსახიობმა გოგონამ მტკიცედ გადაწყვიტა სამოდელო კარიერაში უდიდეს წარმატებას მიაღწიოს და მას დროის დეფიციტის გამო სურვილი აღარ აქვს საოჯახო შოუში ძველებურად ითამაშოს.



იმავე განცხადებები ვრცელდება ოჯახის სხვა წევრებისაგან, კონკრეტულად კი კენდალის მამა ბრიუს ჯენერი და ნახევარ ძმა რობ კარდაშიანიც აპირებენ სატელევიზიო შოუს დატოვებას.
სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ლამაზმანის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც მოდელი მომავლის გეგმებზე თაყვანისმცემლებს ინფორმაციას აწვდის და ამბობს, რომ სურს დაიპყროს მსოფლიო სამოდელო სამყარო და ის ხალხმა გვაიცნოს არა როგორც უბრალოდ რეალითი შოუს მონაწილე, არამედ სურს ის ხალხმა გაიცნოს, როგორც ნამდვილი კენდალ ჯენერი და წარმატებები მოიპოვოს კარიერაში.





განსაკუთრებული სილამაზის და უნაკლო აღნაგობის ლამაზმანი ვიცით, რომ ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და მას დიდი მომავალი ელოდება.
რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ერთ - ერთ სატელევიზიო გადაცემაში კენდალი თამამად საუბრობს თავის ურთიერთობაზე ჰარი სტაილთან.

P.შ.მოდის სამყაროს მწვერვალების დაპყრობას ვუსურვებ ჩემს საყვარელ კენდალ ჯენერს, რომელზეც საუბარი არასოდეს მომწყინდება.