საზოგადოება ქართულ-შოუ-ბიზნესური გარჩევები საქართველოს ვარსკვლავურ ცაზე 2014, 22 ივლისი, 14:02 როგორც ჩანს, წინ იმაზე ცხელი ზაფხული გველოდება ვიდრე ეს, პროკურატურამ და საქართველოს ახალმა (პრინციპში რაღა ახალმა) ხელისუფლებამ დაანონსა: - ამჯერად სამიზნეში ქართული შოუ-ბიზნესის (აბა, არ არსებობსო?) ვარსკვლავები არიან ამოღებულნი, - პრესაში უკვე გაჟონა ინფორმაციამ მათი პროკურატურაში შესაძლო (!) დაბარების შესახებ -ჩამონათვალი არც ისე მოკლეა - ბუბა კიკაბიძე, სოფო ნიჟარაძე, ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი, ნინა წკრიალაშვილი, ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი, ნინო ჩხეიძე, ანა კეკუა, სალომე ბაკურაძე, ნოდიკო ტატიშვილი, ნიაზ დიასამიძე, აჩიკო გულედანი, დუეტი “ჯორჯია” და სხვა მომღერლები. ასევე, “კომედი შოუს” მსახიობები და სხვადასხვა მუსიკალური ანსამბლის წევრები, - პრინციპში ისე გამოდის, რომ წინა ხელისუფლებასთან რატომღაც (!) ასოცირებული და რატომღაც (!) პრივილეგირებული (კონცერტების რაოდენობით - ავტ) მომღერლების ჩამონათვალია თითქოს, რომელსაც ასე თუ შევხედავთ სხვა ვარსკვლავების სახელი და გვარიც აკლია, მაგრამ ალბათ იმის გამო, რომ მერე ვიღაცას არ ეთქვა - ე, ბიჯო საქართველოში თურმე შოუ-ბიზნესი გვქონია და არ ვიცოდითო, ალბათ სია აქ დამუხრუჭდა!
![]() ![]() ![]() ისე, მინდა ვთქვა, რომ სასაცილოა ეს ცხოვრება - მთავრობა შეიცვალა და ადრე არსებულ „შავ სიებს“ - ეკა კვალიაშვილის, ანს.„ფორტეს“, მაია ჯაბუას, თემუ თათარაშვილის და კიდევ უამრავის სახელი ახალ „შავ სიებში“ სულ სხვა სახელმა და გვარებმა ჩაანაცვლა, თუმცა არაობიექტურობა იქნებოდა ის ამბავიც არ გვეთქვა, რომ - ვინც რამდენი არ უნდა იხტუნაოს, ფაქტი ერთია - ქართულ შოუ-ბიზნესში, რომ სამთავრობო სიმპათია-ანთიპატიების მიხედვით უფინანსებდნენ ხალხს გარკვეულ პროექტებს და გამოჰყავდათ კონცერტებზე (და კიდევ უამრავი შავი ხვრელი(!) რომლის თქმა ჩვენგან უხერხულია - მარტო იმიტომ, რომ ჩვენ (!) მეგობრებად ვთვლით დღევანდელ რეალობაში „შავ სიებში“ განწესებულ მომღერლებს, - თუ მაგარია აბა პროკურატურამ თვითონ ამოჩხრიკოს და თვითონ გააკეთოს რეალური დასკვნები ყოფილ სიტუაციასთან დაკავშირებით „მიშას მთავრობის დროს“ :). ![]() ![]() მერე წითლებიდან გამოხტება ვინმე და მეტყვის: - უგემოვნო, უნიჭო მომღერლები ჯილდოვდებოდა „მეგაზე“ შენი მხრიდან, უხარისო ღონისძიებები კეთდებოდა სადღაც საბავშვო თეატრის სცენაზე და ჩვენ ასეთი მაღალი დონის (!) მომღერლებს მათ გვერდით რა გვინდოდა, უნიჭობის ზეიმზეო? - მე ვუპასუხებ, - სწორედ იმიტომ, რომ სახელმწიფო ორგანიზაციები ფულს (სულ არ მაინტერესებს ვისი ბიუჯეტიდან) მხოლოდ თავისი კლანის, ანუ თქვენი პროექტების დასაფინანსებლად იღებდა (რატომ - ეგ სხვა საქმეა) და არა ჩვენი-თქო და კუჭიც შესაბამისად ამიტომ მეწვის-თქო („მაალოქსი“ ხო?)... მოკლედ, დიდი დავიდარაბაა - ვიისი კლარნეტი ვის ჩემოდანშია კაციშვილი ვერ გაიგებს, მაგრამ ყოველთვის მინდა მაინც პოზიტიური ვიყო ყველას მიმართ, „ძველების“ და „ახლების“ მიმართაც, ბოლო-ბოლო ერთი სამმილიონიანი პატარა ქვეყანა ვართ, ძლივს რაღაცა შოუ-ბიზნესის მაგვარი ამიშენებია (!) სხვებთან ერთად ბევრი წლის წინ (მინუს 9 წელი) და დალოცვილნო - მოდით რა, გარდა იმისა, რომ კარგია კარგი და მაღალი ჰონორარები, კარგია დაფინანსებული პროქტები და კარგია კარგად ცხოვრება, ხომ იცით, რომ დიდი ხნის მერე (!) ვერავინ ვერაფერს დავტოვებთ სიყვარულის გარდა?! თუნდაც პროკურატურას გაეცით კითხვებზე პასუხი, თუნდაც ფინანსთა სამინისტროს, მაგრამ ყოველთვის (!) ყველას (!) გახსოვდეთ, რომ - თქვენს გარდა ქვეყანაში სხვებიც ცხოვრობენ! სიყვარულით ქართული შოუ-ბიზნესის რიგითი (!) ჯარისკაცი, დოკუმენტალისტი (!) - თქვენი ბესო ჩუბინიძე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 368 1-ს მოსწონს
|