საზოგადოება ნანი ბრეგვაძის იუბილე (რატომ მალავს ვარსკვლავი ასაკს?) 2014, 21 ივლისი, 21:31 ![]() ვერ იტანს როცა ასაკს ეკითხებიან, მაგრამ სცენაზე მოღვაწეობის 50 წლიანი სტაჟი, რომ აქვს ეს ყველამ იცის, თამამად შეიძლება ითქვას - არც ასაკი ეტყობა და არც სიბერე :) - როცა მეუბნებიან - ასე კარგად როგორ გამოიყურებითო, მიკვირს! აბა როგორ უნდა გამოვიყურებოდე? არაფერსაც არ ვაკეთებ დამატებით იმისთვის, რომ კარგად გამოვიყურებოდე, სიბერეს არ ვეპუები და არ მომწონს ეს პროცესი, მაგრამ გავექცევი სადმე? - ამბობს ქართველი ვარსკვლავი ![]() უახლოეს მომავალში რუსეთში არა, მაგრამ აშშ-ში იქაური პროდუსერის მონდომებით ნანი ბრეგვაძის კონცერტია დაგეგმილი, „კარნეგი ჰოლში“ და ალბათ არავის გაუკვირდება, რომ ეს კონცერტიც იგივე წარმატებით და ანშლაგით ჩაივლის, როგორც ნებისმიერი მისი გამოსვლა სხვაგან. ნანი ბრეგვაძის მთელი ხიბლი მის უბრალოებაშია, კარგად მახსოვს როცა ბევრი წლის უკან ის „ვარსკვლავების“ რედაქციაში სტუმრად მოვიდა - მარტო, ახალი წლის წინა დღეს, საღამოს და მიუხედავად იმისა, რომ რედაქციის ლიფტი არ მუშაობდა, მე-5 სართულზე დაუზარლად და მშვიდად ამოვიდა და ისეთი ინტერვიუ მოგვცა - გადაბმულად „ვარსკვლავების“ ოთხ ნომერში ვბეჭდავდით :) - ლეგენდარულ „ოქროს წიგნშიც“ დაუტოვა მომავალ თაობას თავისი ჩანაწერი და ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი ღირსეულად გადაშალა. რამდენი წლისაც არ უნდა გამხდარიო ნანი დღეს, 70, 75, 80, 82 თუ 85, არ აქვს მნიშვნელობა, მის ენერგიას და მის სისადავეს საზღვარი მაინც არ აქვს, რადგან მას გულწრფელად უყვარს სიცოხლე - ღმერთმა დიდხანს და რაც მთავარია ჯანმრთელად გაცოცხლოთ ქ-ნო ნანი ბესო ჩუბინიძე ![]() ![]() ![]() 222 2-ს მოსწონს
|