შოუბიზნესი ჰოლივუდელი უსახლკაროები სელებრითობამდე 2014, 21 ივლისი, 20:46 რამდენადაც გასაოცარი არ უნდა იყოს, დღეისათვის ცნობილ კაშკაშა ვარსკვლავებს, ერთ დროს საკუთარი ჭერიც კი არ გააჩნდათ. წარმატებისაკენ მიმავალი მათი გზა, სულაც არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. ისინი, მხოლოდ მრავალი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ იქცნენ ისეთ შეძლებულ და ზღაპრული ქონების მფლობელებად, როგორებიც დღეს არიან. 1. კარმენ ელექტრა - მოდელს, პოპულარობამდე, რამდენიმე წელი მოუწია უსახლკაროდ ყოფნა, მას შემდეგ, რაც ყოფილმა შეყვარებულმა მიატოვა და მისი დანაზოგიც თან გაიყოლა. 2. ჯენიფერ ლოპესი - თავისი კარიერის დასაწყისში, თვეების განმავლობაში, უსახსრობის გამო, თავის ცეკვის სტუდიაში რჩებოდა ღამის გასათევად. 3. ჰოლი ბერი - სანამ ცნობილი მსახიობი გახდებოდა, ჩიკაგოში გარეთ, ქუჩაში აღმოჩნდა. მსახიობი თვლის, რომ მან სწორედ ამ პერიოდში ისწავლა საკუთარ თავზე ზრუნვა და გაიგო საკუთარი თავის მნიშვნელობა ამ სამყაროში. 4. სტივ ჯობსი - სკოლიდან გამოგდების შემდეგ, ის ღამის გასათევად ხშირად მეგობრებთან რჩებოდა და თავს კოკა-კოლის ბოთლების შეგროვებითა და ჩაბარებით ირჩენდა. იგი, ყოველდღიურად უზარმაზარ გზას გადიოდა, რათა კვირაში ერთხელ მაინც მიეღო კარგი საკვები. 5. ტაილერ პერი - აწ უკვე ცნობილი რეჟისორი და მსახიობი წლების განმავლობაში ქუჩაში ცხოვრობდა და იქ უწევდა სცენარების წერა. 6. ჯიმ ქერი - ეს მხიარული ადამიანი სიღარიბეში გაიზარდა. როდესაც მამამისი სამსახურის გარეშე დარჩა და ძლიერ გაუჭირდა ოთხი შვილის რჩენა, 15 წლის ჯიმმა სკოლა მიატოვა და მუშაობა დაიწყო, რათა ოჯახს დახმარებოდა. 7. დენიელ კრეიგი - ჯეიმს ბონდის როლის ცნობილი შემსრულებელი წლების განმავლობაში, როდესაც ის დამწყები მსახიობი იყო, უსახსრობის გამო ხშირად იძინებდა სხვადასხვა სკვერისა თუ პარკის სკამებზე. 156 9-ს მოსწონს
|