პოლიტიკა "დააბრუნეთ სახლში ჩემი შვილები, დააბრუნეთ სახლში ჩემი შვილები..." - წერილი რუსეთის პრეზიდენტს ტრაგიკულად დაღუპული ოჯახის წევრებისაგან 2014, 20 ივლისი, 17:16 " - Владимир Владимирович, отправить их домой, отправить их домой, пожалуйста" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას უცხოური პრესა, სადაც ტრაგიკულად დაღუპული შვილის მგლოვიარე დედა მიმართავს რუსეთის პრეზიდენტს -The orange data recorder - ის განცხადებით, სეპარატისტებთან ერთად აღმოჩენილი "შავი ყუთის" ადგილზე საერთაშორისო დამკვირვებლებიც იმყოფებიან. მგლოვიარე დედა საკუთარი შვილის 23 წლის ბრუს ფრედრიკესის და მისი 20 წლის მეგობარი გოგონის ცხედრებს სთხოვს რუსეთის პრეზიდენტს: – " ისინი მხოლოდ 23 - 20 წლის არიან.ახლა ალბათ სადღაც მინდორზე ყრიან და მე არ შემიძლია მათთან მისვლა.მინდა, რომ თქვენ - რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ორგანიზება გაუკეთოთ, რომ შევძლო მათი დასაფლავება, მე მინდა ისინი უკან, მე მინდა ჩემი შვილები უკან, ..." ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ფილიპ ჰამონდის განცხადებით, რომელიც მსოფლიო ლიდერების აღშფოთებას შეუერთდა, რუსეთის საქციელი ყოვლად მიუღებელი და დასაგმობია.საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, ქალბატონი ანგელა მერკერი და დევიდ კამერონი რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებენ, სასწრაფოდ მიიღოს ზომები ტრაგედიის ადგილი სეპარატისტებისაგან გათავისუფლდეს, რათა თავისუფლად შეძლონ საერთაშორისო დამკვირვებლებმა საექსპერტო სამუშაოების შესრულება. მსოფლიო პრესა და ტელევიზია ხელს რუსეთის პრეზიდენტისკენ იშვერს. მათ შორის კი დამთრგუნველი და სულისშემძვრელია ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრების მოწოდება პუტინის მიმართ.გარდაცვლილთა ახლობლები წერილებს უგზავნიან რუსეთის პრეზიდენტს და შვილების, შეყვარებულების, მამების, მეგობრების დაბრუნებას სთხოვენ. როგორც წყარო გვატყობინებს, პრეზიდენტი პუტინი დუმს და ინტერფაქსთან ინტერვიუში მხოლოდ დონეცკის სახალხო რესპუბლიკას მოიხსენიებს "თვითმარქვიად" . 337 10-ს მოსწონს 2-ს არა
|