x
image
ვიზა კოხაძე
მსოფლიოს ლიდერები სოჭის ოლიმპიადაზე არ მიემგზავრებიან
imageგერმანიის პრეზიდენტის ბოიკოტი სოჭის ოლიმპიადის მიმართ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ იყო ცნობილი, ამჟამად კი პროტესტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებიც გამოთქვამენ და ასახელებენ მიზეზებს, თუ რატომ არ დაესწრებიან ოლიმპიადას.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელიც ოლიმპიადაზე სექსუალური უმცირესობის სპორტსმენებს უშვებს, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა: - " ვფიქრობ, დელეგაცია თავისთავად მეტყველებს. ესენი არიან გამოჩენილი ამერიკელები და ათლეტები.(მან ორ სპორტსმენზე - პილიჯინ კინგზე და ბრაიან ბოიტანოზე გააკეთა აქცენტები).ადამიანები, რომლებიც კარგად წარმოგვაჩენენ...ჩვენ არ განვასხვავებთ ადამიანებს სექსუალური ორიენტაციის გამო, არამედ განვსჯით მათ იმისთვის, თუ რას აკეთებენ".

თუ 4 წლის წინ, წინა ზამთრის ოლიმპიადაზე აშშ - ის ოფიციალურ დელეგაციას ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელმძღვანელობდა, ახლა სოჭში აშშ - იდან არავინ ჩავა.

image
სოჭში არ ჩავა ანგელა მერკერი და არც საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის პირველი პირები. სააგენტო "DPA"-


ცნობით, გერმანული ბოიკოტის შემდეგ ოლიმპიადას არა მარტო საფრანგეთის პრეზიდენტი, არამედ არც პრემიერი და არც საგარეო საქმეთა მინისტრი არ დაესწრება.

imageimageსააგენტო "Delfi.lt "

ცნობით, ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკატემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ არ წავა სოჭის ოლიმპიადაზე და განაცხადა, რომ რუსეთის პოლიტიკა იმდენად მიუღებელია ლიტვისთვის, ის ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავს ოლიმპიადაზე წასვლისა: - " არსებულ ვითარებაში, როცა სახეზეა ადამიანის უფლებების რღვევა, ასევე აღმოსავლეთის პარტნიორ ქვეყნებთან დამოკიდებულება, მათ შორის ლიტვასთან ეკონომიკური სანქციები...ვერ ვხედავ სოჭში ოლიმპიურ თამაშებზე დასწრების პოლიტიკურ შესაძლებლობას"- განაცხადა მან.

1
28
13-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
28
  
2013, 22 დეკემბერი, 1:07
ეგ ადარდეთ ეხლა валодя-ს )
0 1 1