პოლიტიკა ნელსონ მანდელას მსოფლიო გლოვობს (+ ბევრი ფოტო ) 2013, 10 დეკემბერი, 18:09 "უპრეცედენტო შეხვედრა მსოფლიო ლიდერებისა" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული პრესა, სადაც საუბარია მსოფლიო ლიდერების შეკრებაზე, რომლებიც ნელსონ მანდელას საპატივსაცემოდ იოჰანისბურგში "FNB" - მსოფლიოს პირველი ეროვნული ბანკის სტადიონზე შეიკრიბნენ.ეს არის პირველი უპრეცედენტო შეკრება მსოფლიო ლიდერებისა სამხრეთ აფრიკის ყველაზე უმსხვილეს არენაზე. ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას გვერდით პარტია "АНК" - ვიცე პრეზიდენტი კირილ რამაფოზი იყო, რომელმაც გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა ასეულ ათასობით მოქალაქეს: - "... ჩვენი ტრადიციის მიხედვით, დასაფლავების დღეს როდესაც წვიმს, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთები სამოთხეში გვეპატიჟებიან". ცერემონიას ასევე სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა ესწრებოდა, რომლის გამოჩენამ სტადიონზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ისევე როგორც ამერიკის პრეზიდენტისა. როგორც წყარო იუწყება, ბარაკ ობამა სტადიონზე ცერემონიის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მივიდა.ცერემონიას ყოფილი ბრიტანელი ლიდერებიც ესწრებოდნენ. მათ შორის: დევიდ კემერონი, ნიკ კლეტი, გორდონ ბრაუნი, ტონი ბლერი და ჯონ მეიდორი. აქვე იყვნენ ჩინეთის ვიცე პრეზიდენტი ლი იუან ჩაო, ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი, ნამიბიის პრეზიდენტი ხიფიკენ მოჰამბა, ინდოეთის პრეზიდენტი პრანაბ მუკერჯი.სამგლოვიარო ცერემონიას ესწრებოდა ეპისკოპოსი ივან აბრაჰამსი., ბილ და ჰილარი კლინტონები, ჯორჯ ბუში უმცროსი. ამ უზარმაზარ სტადიონზე გამართული ცერემონია, რომელიც აფრიკის ყოფილ პრეზიდენტს ნელსონ მანდელას საპატივცემულოდ გ აიმართა და რომელიც 95 წლის ასაკში გარდაიცვალა, სამხრეთ აფრიკის ნაციონალური ჰიმნით დაიწყო. სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ: ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ასევე კუბის პრეზიდენტი რაულ კასტრო. რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, ის მართალია იოჰანისბურგში არ გამგზავრებულა, თუმცა მწუხარება წერილით გამოხატა. 38 10-ს მოსწონს 1-ს არა
|