x
image
ვიზა კოხაძე
როგორ გააწბილა "რკინის ლედიმ"რუსეთი საქართველოს არჩევით
imageახლახანს გახდა ცნობილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრი "რკინის ლედი" მარგარეტ ტეთჩერი გარდაიცვალა.იგი 11 წელი ხელმძღვანელობდა დიდ ბრიტანეთს და 87 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.ის იყო ერთადერთი ქალბატონი, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იდგა ქვეყნის სათავეში.90 - იან წლებში იგი ლორდთა პალატის წევრი გახდა და ბარონესას წოდებაც მიენიჭა.image

გასული საუკუნის 80-იან წლებში მარგარეტ ტეთჩერი საბჭოთა კავშირს სტუმრობდა, რასაც წინ უძღოდა მისი მხრიდან საბჭოთა კავშირის მკაცრი გაკრიტიკება, რის გამოც მას " რკინის ლედი" შეარქვეს.(ეს იმ დროინდელ სამყაროში სენსაცია გახდათ, რადგან არც ერთი კაპიტალისტური ქვეყნის და მით უმეტეს დიდი ბრიტანეტის პირველი პირი არ ანებივრებდა ამ მხრივ "წითელ ქვეყანას").

image imageმოსკოვში მყოფ დიდ ქალბატონს ქვეყნის რუკა დაუდეს და არჩევანის წინაშე დააყენეს, თუ სად ისურვებდა მოგზაურობას მოსკოვის შემდეგ.რა თქმა უნდა ამ დიდი ვიზიტისთვის ლენინგრადი, ამჟამინდელი პეტერბურგი ემზადებოდა, როგორც მეორე ქალაქი იმდროინდელ საბჭოურ სივრცეში.დიდ ქალბატონს კი თითით თბილისი და საქართველო მოუნიშნავს ყველასთვის გასაოცრად?!...

სულ რამდენიმე საათში მოემზადა საქართველო "რკინის ლედის" მისაღებად?!... image
ამ ინფორმაციამ კულუარულად გამოჟონა მაშინდელ სინამდვილეში, ხოლო რაც შეეხება ფაქტს- დიდი ბრიტანეთისპრემიერ - მინისტრის საქართველოში ვიზიტს, ეს ფაქტი მსოფლიო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა.


მარგარეტ ტეთჩერი იყო ერთადერთი პრემიერ - მინისტრი, და პირველი პრემიერი, 2007 წელს რომელსაც სიცოცხლეშივე ბრიტანეთის პარლამენტში მონუმენტი დაუდგეს.

5
244
29-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
244
  
2013, 13 აპრილი, 19:27
მე ძალიან მომწონს თქვენი სტატიები
2013, 11 აპრილი, 1:11
რკინის ლედი (((
2013, 8 აპრილი, 20:38
ყველაზე მაგარი ქალი იყი :(♥
2013, 8 აპრილი, 19:43
ნაღდად რაა,მეც
2013, 8 აპრილი, 17:02
კარგი პოლიტიკოსი და მაგარი ქალი იყო. გული დამწყდა
0 1 5