x
image
worldsport.ge
"პორტუმ" კასემირო ერთი წლით დაიმატა

imageმადრიდის "რეალის" ბრაზილიელი ნახევარმცველი კასემირო, მომდევნო სეზონს "პორტუში" იჯარის წესით გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია მადრიდული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიური გრანდი ფეხბურთელის ერთწლიან იჯარაში 2 მილიონ ევრომდე გადაიხდის და მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთელს უკან დააბრუნებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელით "ბენფიკაც" იყო დაინტერესებული, თუმცა "პორტუმ" პრინციპულ მეტოქეს დაასწრო.
“სამეფო კლუბში” ტონი კროოსის მისვლის შემდეგ, ახალგაზრდა კასემიროს სათამაშო დროის ნაკლებობა შეექმნებოდა, რაც გასულ სეზონშიც არ აკლდა (25 მატჩი), შესაბამისად, ბრაზილიელმა სტატუსის დასამტკიცებლად კარგი გადაწყვეტილება მიიღო.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0