საზოგადოება 3 აგვისტოს, მუშტაიდში დედ-მამიშვილობის დღესთან დაკავშირებით ეთერ კაკულიას მხარდამჭერი აქცია გაიმართება 2014, 19 ივლისი, 16:25 3 აგვისტოს, მუშტაიდში დედ-მამიშვილობის დღესთან დაკავშირებით ეთერ კაკულიას მხარდამჭერი აქცია გაიმართება
ქართველი ემიგრანტის გოგა გოგილაშვილის ინიციატივით და მხარდაჭერით 3 აგვისტოს, საღამოს 7 საათიდან მუშტაიდის პარკში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, რომელიც ეთერ კაკულიას მხარდასაჭერი ფორმატის იქნება სლოგანით „თანადგომის ზარი ეთერ კაკულიას“ გოგა პოპულარული საიტის gogaggg.com-ის დამფუძნებელია, რომელიც ადმინისტრირებას აშშ-დან უკეთებს პოპულარულ გვერდს და უამრავ საქმელმოქმედო საქმიანობას ეწევა, სწორედ მისი ინიციატივა და სურვილი იყო ერთ დღეს საქართველოში აგრერიგად საინტერესო, პოპულარული და ყველა ქართველი თამადის საყვარელი სადღეგრძელო :) - სადღეგრძელო დედ-მამიშვილობისა, უფრო კრეატიული, უფრო რეალური და ნამდვილი გაეხადა, სწორედ ამიტომ - საკუთარი ძმის დაბადების დღეს, გადაწყვიტა ლამაზი კონცერტი ეჩუქებინა თბილისში, ზაფხულის ამ ცხელ პერიოდში შემორჩენილი მოსახლეობისთის, ბავშვებისთის, რომლებიც მიზეზთა გამო ვერ ახერხებენ ზაფხულის ყველაზე ცხელი პერიოდის დასასვენებლად დედაქალაქიდან გასვლას. ყველაზე საინტერესო კი, ის არის, რომ ქველმოქმედებაში თანჩართულობისთვის სწორედ ეთერ კაკულაის მხარდასაჭერი სატელეფონო ნომერი 0-901-900-991 შეირჩა და ე.წ. "განათებული მობილურობის აქციაც" იდეიდან რეალიზებადი გახდა. თბილისის ქუჩებში ივლისის ბოლოდან სპეციალური აფიშები გამოიკვრება, რომელიც ქალაქში შემორჩენილ მოსახლეობას 3 აგვისტოს მუშტაიდში სტუმრობისკენ მოუწოდებს და ქალაქში, რომელშიც ამ დროს არასოდეს არსად არაფერი არ ხდება - გრილ საღამოს, განახლებულ მუშტაიდში გაატარებენ 2 საათს. რაც შეეხება საკონცერტო პროგრამაში მონაწილეთა სიას, ის არაერთგვაროვანი და მრავალფეროვანია, ისევ და ისევ პერიოდის გამო, აქციის თბილისის საორგანიზაციო კომიტეტიდან მოსაწვევები კონცერტში მონაწილეობაზე ეთერ კაკულიას თითქმის ყველა მეგობარს დაეგზავნა „ფეისბუქის“ საშუალებით, დაწყებული ზურა მანაგაძით დამთავრებული ანრი ჯოხაძით, - რადგან საკონცერტო ხაზი თავისუფალია. 3 აგვისტოს საქველმოქმედო ღონისძიების წამყვანი ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე იქნება, რომელიც პერსონალურად მოუწოდებს თბილისში ამ დროისთვის დარჩენილ მოსახლეოაბს მონაწილეობა მიიღონ „განათებული მობილურების აქციაში“ ეთერ კაკულიას მხარდასაჭერად. 38 1-ს მოსწონს
|