x
image
beko777
Mediator image
ქველმოქმედება ვარსკვლავების სახელით
ქველმოქმედება ვარსკვლავების სახელით


image


მძიმე სენით დაავადებული ბავშვთა ფონდი „კაბადოკია+“, ასოციაცია „ჯადოსნური ხმების“, ტელეკომპანია „იმედის“ და ინტერნეტ ტელევიზია stars.ge-ს მხარდაჭერით გაერთიანდა და 18 ივლისს, რესტორან „თეთრ სახლში“ ქართველ ვარსკვლავებთან ერთად მძიმე სენით დაავადებული ბავშვთა ფონდის დასახმარებლად აქცია-კონცერტი ჩაატარა, რომელში მონაწილეობასაც ღებულობდნენ თემურ წიკლაური, მერაბ სეფაშვილი, ნუგზარ ერგემლიძე, ვახო ტატიშვილი, მაკა ქაჯაია, ზურა ჩინჩალაძე, სოფო ბედია, ტატო გოდერძიშვილი, ნუგზარ კვაშალი და სხვანი (ღონისძიებსი წამყვანობა ნუგზარ კვაშალმა შეითავსა, რომელიც ბოლო პერიოდია ხშირად გვევლინება ხოლმე კონფერენსიეს ამპლუაში).


imageრესტორან „თეთრ სახლში“ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პუტკუნ-შოუს“ მონაწილენი იყვნენ შეთავსებით მიმტანები, რითაც თავისი წვლილი და კეთილი ნება დააფიქსირეს აქციის ფორმატისადმი.



სასიამოვნოდ გულზემოსახვედრი იყო თემურ წიკლაურის საქციელი, რომელმაც კონცერტის მუსიკალური ნაწილი გახსნა და თავისი ფინანსური წვლილი შეიტანა ფონდის დასახმარებლად და 100 ლარი სცენიდანვე მოათავსა იქვე მდგარ სპეციალურ ყუთში.
image


ქართველი ვარსკვლავის ეს დიდსულოვანი ნაბიჯი გადამდები აღმოჩნდა და ბიზნესლედიმ, ნაზი ალასანიამ ადგილზევე გადაწყვიტა, რომ ფონდში გაერთიანებილი 150 ბავშვი, საკუთარი ფირმის ხარჯით დაპატიჟოს თვეში ერთხელ, პერიოდულად სპეციალურ სადილზე.


როგორც ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანზიატორმა თამაზ ქაჯაიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა: - ეს ღონისძიება არ იქნება ერთჯერადი ხასაითის და ის პერიოდულად გაიმართება ხოლმე, აღსანიშნავია, რომ ყველა გამომსვლელმა ჰონორარის გარეშე მიიღო მონაწილეობა ღონისძიებაში...


image


image


image


image


image


0
47
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0