საზოგადოება გზა სრულყოფილებისაკენ - თუ გახდომა ჩვენი მიზანია 2014, 17 ივლისი, 1:57 გზა სრულყოფილებისაკენ - თუ გახდომა ჩვენი მიზანია
წინ ზამთარია, რომელზეც ფიქრი ტრადიციულად შემოდგომაზე გვმართებს. რატომღაც ამ სეზონზე გახდომა გვავიწყდება. მაგრამ თუ ამის საჭიროება იგრძნობა გვერდზე გასული ფორმებით? მაშინ შევეცადოთ რამდენადმე გავამარტივოთ ეს პროცესი. გოგოებო ვიცვათ ისევ სტრეიჯები წონის და სიმაღლის იდეალური თანაფარდობის ფორმულა უამრავია. ყველაზე ოპტიმისტური მაინც ისაა, რომელსაც საბჭოთა პერიოდში გვირჩევდნენ დიეტოლოგები: სიმაღლეს გამოვაკლოთ 110 ოცდაათ წლამდე და მინუს 100 – 30 წლის შემდეგ. ამერიკელი დიეტოლოგი ბიგ ნაგლერი თავისი მოთხოვნებით ალბათ განგაცვიფრებთ. ის მიიჩნევს, რომ ასაკის მიუხედავად ტანადად ჩაითვლება მხოლოდ ის ქალბატონი, რომელიც 150 სმ სიმაღლეს 40 კგ-ს უთავსებს. შემდგომ ყოველ 2 სმ სიმაღლეზე ნებადართულია წონის 2 კგ-ით გაზრდა. მაგრამ სიმართლე რომ ითქვას, ყველა ეს დაანგარიშებანი ადამიანს მხოლოდ თავგზას უბნევს და განწყობას უფუჭებს. შეეცადეთ დაუბრუნდეთ წონას, რომელიც თქვენ გაწყობდათ, ვთქვათ, 20 წლის ასაკში. ნელ-ნელა და გულმოდგინებით ქალი თავისი ბუნებით სულსწრაფი არსებაა. როგორც კი გახდომას გადაწყვეტს, უკვე წარმოდგენილი აქვს, რომ ერთ კვირაში შეძლებს კეიტ მოსივით შემოტმასნილი ვიწრო შარვლების ამოცმას და ამ კეთილშობილური მიზნების მისაღწევად მიდის ყველაზე მკაცრ შეზღუდვებზე. საკითხავია, ასე რატომ იტანჯება? მარტივი გაანგარიშება გვიჩვენებს, რომ თუ დღეში 75 გრამს დავიკლებთ, 4 თვეში ზედმეტი 9 კილოგრამი ჩამოგვეცლება და ეს სრულიად უმტკივნეულოდ, ეტაპობრივად ჩაივლის. 25 გრ ცხიმგროვა ეს 200 კკალორიაა. მის დასაწვავად საკმარისია ფეხით 3 კმ-ს გავლა. თუ ყოველ დილას კარაქის ნაცვლად პურს ცხიმგამოცლილ ხაჭოს წავუსვამთ, სალათს კი არც არაჟანში და არც მაიონეზში არ გადავურევთ, არამედ დავუშვათ, მაწონში, აქ „გაიქვითება“ ეს ყბადაღებული 25 გრ დანარჩენ გრამებსაც მოიკლებთ, თუ სულ არ მოაპრიალებთ თქვენს წინ დადებულ თეფშს. დინამიკური ცხოვრება აუცილებელი შემადგენელი პროგრამებია ფიზიკური აქტიურობა. თავისთავად წონის კლება არაფრის მომცემი არ არის. უბრალოდ ერთ დროს აფუებული საჯდომის ნაცვლად შეიძენთ საცოდავად მომჭკნარ დუნდულოებს. მაშინ რანაირად მივაღწიოთ მიზანს – ლამაზ და ტანად ფიგურასთან დაკავშირებით. ასე რომ, მივსდიოთ თუ არა სპორტს – ეს აღარ არის საკითხავი. საკითხავია – რომელს? ამაზე პასუხს ყველა სპეციალისტი ერთხმად იძლევა: ინტენსიური სიარული, სირბილი, ცურვა და სათხილამურო სპორტი. აგრეთვე ზოგიერთი მარტივი ფიზიკური ვარჯიშების შესრულება. ყოველი ჩვენგანი შეიძლება გახდეს ტანადი ფიგურის ნაკლის დასამალად დაგეხმარებათ თანამედროვე ტანსაცმელი რბილი, პლასტიკური ქსოვილისაგან. ყური მიუგდეთ ჩვენს რჩევებს. განიერი თეძოები თქვენ იცით, რომ გიხდებათ თავისუფალი, ბოლოში განიერი ქვედა ბოლოები, მაგრამ გინდათ ჩაიცვათ სპორტულად და უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ. თამამად ჩაიცვით თეძოებზე მოტმასნილი ჯინსები, ვიწრო პულოვერი, განიერი თეძოები კი ტრიკოტაჟის პულოვერით შეგიძლიათ დაფაროთ, რომელსაც წელზე მოიკრავთ. მასიური ფიგურა სრულ ქალებს იდეალურად მოუხდებათ გრძელი (თითქმის მუხლებამდე) „ჟაკეტი“, რომელიც განიერ წელსაც დაფარავს და დიდ მკერდსაც. დაბალი ტანის ქალებმა ასეთი ჟაკეტი უნდა ატარონ ვიწრო, სწორ შარვალთან ერთად. მაღალი ტანის ქალებს კი შეუძლიათ ჟაკეტი სწორ, განიერ, თხელ ტრიკოტაჟს შეუხამონ. არასტანდარტული არ ნიშნავს ულამაზოს თქვენ გაქვთ პატარა მკერდი, დაქანებული მხრები, ვიწრო წელი, განიერი თეძოები და ზემოთ მსხვილი ფეხები („გალიფე“)? თუმცა, თქვენი ფიგურა არასტანდარტულად ითვლება (თქვენთვის ძნელია მზა ტანსაცმლის შერჩევა), ის საკმაოდ ქალურად გამოიყურება. ადრე, მე–18 საუკუნეში, ასეთი ფიგურა სილამაზის ეტალონად ითვლებოდა. ვიზუალურად თეძოების დავიწროება თქვენ მოგიხდებათ თეძოებზე მომდგარი, სწორი ან ნაკლებად განიერი შარვლები და ქვედა ბოლოები. არაა რეკომენდებული შარვალი „სტაფილოს“ სტილის ტარება. აგრეთვე კლასიკური, ქვემოთ ვიწრო და სწორი ქვედა ბოლოების მუხლებამდე სიგრძის ტარება. განიერი მხრები რომ უფრო ვიწრო გამოჩნდეს პირველ რიგში, უარი არ უნდა თქვათ „ლიპებისგან“ (ისინი უპირველესად სრულ მკლავებს ფარავენ); ისინი არ უნდა იყოს მაღალი და მაგარი. „ჟაკეტი“ ან ბლუზონი ზემოდან უფრო მუქი და ქვემოთკენ ნათელი ფერებით იდეალურად ფარავს განიერ მხრებს. სწორი პროპორციები რა ჩავიცვათ იმისათვის, რომ ტანადად გამოვიყურებოდეთ? ზედა ნაწილი ქვედასთან უნდა იყოს 3:2-ზე თანაფარდობით. სწორი „ჟაკეტი“ თეძოებს ფარავს; შარვალი კარგია უფრო განიერი. თუ გამხდარი კოჭები გაქვთ, შარვლის მაგივრად მოკლე ქვედა ბოლო უნდა ჩაიცვათ, რომელიც ბოლოში შევიწროებულია. დავფაროთ დიდი მკერდი თქვენ გაქვთ სწორი მხრები და ლამაზი მკლავები, მკერდი კი – დიდი. ჩაიცვით მოტმასნილი ტოპი დამშვენებული აბსტრაქტული ორნამენტით და თქვენი მკერდი მაშინვე ბევრად პატარა ზომის გამოჩნდება. 250 2-ს მოსწონს
|