სხვა ყველაზე აბსურდული და შოკისმომგვრელი კანონები აშშ-ში 2014, 16 ივლისი, 18:33 აშს-ში უამრავი უაზრო და ტვინისგამბურღავი კანონი არსებობს. ზოგ შტატში აკრძალულია ნაყინის ჯიბით ტარება, ზოგან კიდევ ატომური ბომბის დამზადება ოჯახში. მოდით თვალი გადავავლოთ აშშ-ის სხვადასხვა შტატაში მოქმედ უაზრო და აბსურდულ კანონებს
მასაჩუსეტსის შტატში ოფიციალურ კანონდარღვევად ითვლება საკუთარი ფეთქებადი გოლფის ბურთის ქონა იმავე მასაჩუსეტსის შტატში დაწესებულია სასაჩუქრე სერთიფიკატების მოქმედების გასაოცრად შეზღუდული დრო-კერძოდ 7 წელი ალიასკაში მოქმედი კანონოს თანახმად სამართალდარღვევად ითვლება მძინარე დათვის გაღვიძება სურათის გადაღების მიზნით კონექტიკუტის შტატში აკრძალულია ხეების გაკაფვა ენოტების განადგურების მიზნით დელავერის შტატის კანონმდებლობით აკრძალულია ძაღლის ბეწვით ვაჭრობა, ასეთივე კანონი მოქმედებს ჯორჯიის შტატში, ოღონდ ციყვის ბეწვზე ილინოისის შტატში არსებობს კანონი, რომელიც ავალდებულებს რეპტილიების გამყიდველებს გააფრთხილონ მყიდველები შესაძლო საფრთხის შესახებ, თუკი ისინი რეპტილიას აკოცებენ კანზასში "მოიფიქრეს" აკრძალონ ამინდის ცვლილება სპეციალური გაფრთხილების გარეშე ნიუ-ჯერსიში მიღებული ვაჭრობის სპეციალური კანონის მიხედვით აკრძალულია ნაყინი იყოს მოსაბეზრებელი არანაკლებ საეჭვოდ გამოიყურება კანონი, რომელიც ნიუ-იორკის მცხოვრებელებს უკრძალავს ქუჩაში ისეირნონ ნაყინით ჯიბეში. გასაოცარი ისაა, რომ ეს აკრძალვა მხოლოდ კვირა დღეს ეხება სოფლის მეურნეობის შტატში- ჩრდილოეთ კაროლინაში კანონი ადგენს, რომ ღორების კვების შედეგად მიღებულმა ნარჩენებმა უნდა გაიაროს გულმოდგინე თბური დამუშავება ოკლაჰომას შტატის მესვეურებმა უცნაური აკრძალვა დააწესეს, რომლის მიხედვითაც კანონით ისჯება სათამაშო იო-იოს გამოყენება თევზაობის დროს საკმაოდ მოსაწყენია ცხოვრება ორეგონის შტატში, სადაც სპეციალური კანონით აკრძალულია ნადირობა ...სასაფლაოზე აი როდ-აილენდის შტატში კი გაუგებარი მიზეზით შემოიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ქვის კედლების მოპარვისათვას საკმაოდ მკაცრი სასჯელია დაწესებული იუტას შტატში ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისათვის დაწესებული აკრძალვა არ ვრცელდება ცხენზე ან სხვა ცხოველზე ჯირითის დროს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონსაც ჰყავს თავისი "ტარაკანები". აქ აკრძალულია ჰიპნოზის ქვეშ მყოფი ადამიანების დემონსტარცია მაღაზიის ვიტრინებში ოჰაიოს შტატის მეთევზეებს არც ისე იოლი ცხოვრება აქვთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ აქ კანონი კრძალავს თევზით სავსე ბადის წყლიდან ამოღების დროს წყლის გაშხეფებას მისურის შტატში აკრძალულია მოწყალების თხოვნა ბრმად თავის მოჩვენებით აი ჰავაის კუნძულებაზე კი თქვენ გელით ჯარიმა არც მეტი, არც ნაკლები....ატომური ბომბის დამზადებისათვის 317 11-ს მოსწონს
|