სხვა მოსკოვის მეტროში მომხდარმა ავარიამ 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა 2014, 16 ივლისი, 8:07 გუშინ, 15 ივლისს მოსკოვის მეტროს არბატ-პოკროვსკის ხაზზე საშინელი ტრაგედია მოხდა. სადგურებს "გამარჯვების პარკსა " და "სლავიანსკი ბულვარს" შორის მატარებელი რელსებიდან გადავიდა. მატარებლის ავარიის გამომწვევი მიზეზი გახდა ელექტროკვების შეწყვეტა, რამაც გამოიწვია მისი მკვეთრი გაჩერება და რელსებიდან გადავარდნა. ტრაგედიას საშინელი შედეგები მოჰყვა: 16 ივლისის დილის მონაცემებით დაიღუპა 22 და ჰოსპიტალიზირებულია 160-მდე ადამიანი. მათგან რამოდენიმე მძიმე მდგომარეობაშია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია დენის გამორთვა და საშინელი ავარია. მეტროში მომხდარ ავარიაში დაღუპულების საპატივცემულოდ 16 ივლისი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. 35 5-ს მოსწონს
|