x
image
beko777
კახა ცისკარიძეს ხვალ პროკურატურაში ელოდებიან
image


ახალმა ხელისუფლებამ კოჰაბიტაციის რეჟიმი დაასრულა თუ არა ინტენსიურ რეჟიმში შეუდგა გასული ხელისუფლების ცოდვების გამოძიებას და ამჯერად საგამომძიებლო სისტემაში შოუ-ბიზნესით და მასში თავის დროზე ბევრ შეკითხვაზე გაუცემელი პასუხების მოსმენით დაინტერესდნენ.


სავარაუდოდ ამ შეკითხვებს პირველს ალბათ ხვალ მუსიკოს - კახა ცისკარიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტში დაკითხვაზე დაუსვამენ. საქმე ალბათ შ.პ.ს. “არტ ფორუმის" კომპანიის საქმიანობას ეხება, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში აქტიურად მოღვაწეობდა ქართული შოუ-ბიზნესის ე.წ. ფეშენ ღონისძიებების ორგანიზებაში, რომელსაც ყოველთვის მაღალ ბიუჯეტიანი პროექტები ქონდა გაწერილი.


ხშირ შემთხვევაში ქართული შოუ-ბიზნესის კულუარებში შორაობდნენ - ამ კომპანიის და ქ.თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მეუღლის, ლელა კილაძის ინტერესების თანხვედრაზე, - რომ ლელას გარეშე ვერცერთი პროექტი ვერ გადავიდოდა ამ კომპანიის ხელში განსახორციელებლად და ა.შ. და ა.შ.



სხვათაშორის საინტერესოა, რომ კახა ცისკარიძის ორგანიზებით პარასკევს საღამოს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საქველმოქმედო კონცერტია დაგეგმილი ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღშში (პლეხანოვზე) და იმედია ფინანსურ პოლიციაში ორგანიზატორის დაბარება, ამ ღონისძიების ჩატარებას ხელს არ შეუშლის


მოკლედ საინტერესო პროცესებმა უკვე შოუ-ბიზნესსაც მოუკაკუნა და კარგი იქნება თუ წლების განმავლობაში დასმულ კითხვებს, საგამომძიებლო ორგანოები მაინც გასცემენ პასუხს და იქნებ მათ მაინც დაადგინონ ბოლო-ბოლო საქართველოში გვაქვს თუ არა შოუ-ბიზნესი.

0
155
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0