x
image
მანჩო 777
ყველაზე უცნაური ქუჩები მსოფლიოში
1.ყველაზე დაკლაკნილი ქუჩა მსოფლიოში


image


სან-ფრანცისკოში მდებარე ეს ქუჩა ყველაზე მეტად ავტოსკოლების მოსწავლეებისათვის იქნებოდა გამოსადეგი, ვიდრე ჩვეულებრივი ტრანსპორტის მოძრაობისათვის, მაგრამ ეს ასე სულაც არაა: წითელი აგურით მოკირწყლულ ლომბარდ-სტრიტზე დღისით თუ ღამით ტრანსპორტის გაცხოველებული მოძრაობაა. ძნელია იმის ახსნა, რატომ აქვს ამ ქუჩას ასეთი უცნაური შესახედაობა. ალბათ ეს ვინმე შეშლილი დიზაინერის იდეაა სისრულეში მოყვანილი, რომელმაც ქალაქის ქუჩა ალპურ მთებზე მიმავალ გზებს დაამსგავსა. უნდა აღინიშნოს, რომ ქუჩაზე ყოველთვის მრავალადაა ფოტოაპარატმომარჯვებული ტურისტები, რომლებიც ფირზე აღბეჭდავენ ამ უცნაურ ადგილს. ბოლო ხანებში ქალაქის მესვეურები მუშაობენ ტრანსპორტის მოწესრიგების პრობლემაზე ლომბარდ-სტრიტზე. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, უახლოეს ხანებში მან დაკარგოს თავისი ამჟამინდელი სახე.



2.ცისფერი ქუჩა



image


მაროკოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ქალაქი შეფშაუენი, რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი თავისი არქიტექტურით და ლანდშაფტით, მაგრამ მთავარი ღირსშესანიშნაობა, რითაც ეს ქალაქი იზიდავს უამრავ ტურისტს, არის ცისფერი ქუჩა. ქუჩაზე მდებარე ცისფერი სახლები პირველად აქ გასული საუკუნის 30-იან წლებში გაჩნდა ებრაელი ლტოლვილების წყალობით. მათ თავიანთი სახლები ცისფრად გადაღებეს, რაც სიმბოლიზირდებოდა სამოთხესთან და ღმერთთან. ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან მოეწონა ცისფრად შეღებილი სახლები...გარდა ამისა, მათ მიჩნიეს, რომ ცისფერი ფერი კოღოებს აფრთხობდა და გააგრძელეს ებრაელების მიერ დაწყებული საქმე. ამჟამად ქუჩაზე ყველა სახლი ცისფერია.



3."მეკობრეების" ქუჩა


image


ჩინეთის ქალაქ უსში მდებარე ეს ქუჩა ყველაზე მხიარულია ჩვენს ხუთეულში. ტყუილად გგონიათ, რომ მეკობრეთა ქუჩაზე ზღვის მგლებს შეხვდებით... არა, აქ ცნობილი დასავლური კომპანიების მოპარული ბრენდებია, რომელთა დასახელებები ოდნავ შეცვლილი სახით ამშვენებენ მაღაზიების ვიტრინებს. აქ არის ყალბი Starbucks, არასაფირმო Apple და ფასტფუდების უამრავი რესტორანი. მიდიხარ ქუჩაზე, ათვალიერებ მაღაზიების სახელებს და ფიქრობ, კიდევ რომელი ცნობილი ბრენდის ფალსიფიკაცია შეგხვდება სიურპრიზის სახით. საქმე იმაშია, რომ ადგილობრივი მეწარმეები შენიღბვას კი არ აკეთებენ სხვის სახელს ამოფარებულნი, არამედ ცდილობენ აჩვენონ პოტენციურ კლიენტებს, თუ როგორ მოდურად გამოიყურება მათი სავაჭრო წერტილი. თუმცა უნდა ითქვას, რომ იდეამ მაინდამაინც ვერ გაამართლა და პომპეზური სახელები დიდად არ მოქმედებს მყიდველის ფსიქიკაზე.


4.ყველაზე ვიწრო ქუჩა მსოფლიოში


image


გერმანიის ქალქ როიტლინგენში მდებარე შპროიერხოფშტრასეს ქუჩა-ყველაზე ვიწრო ქუჩაა მსოფლიოში. ის იმდენად ვიწროა, რომ მხოლოდ გვერდულად თუ გაივლით აქ, ეს კი სულაც არაა მოსახერხებელი. ყველაზე ვიწრო ადგილას მისი სიგანე 30 სმ-ია, რაც ძალიან დიდ პრობლემას უქმნიდა მსუქან ადამიანებს. ყველაზე ვიწრო ქუჩის სტატუსი ქუჩამ მიიღო 1830 წელს, ზუსტად ასი წლის შემდეგ მისი წარმოქმნიდან. სამწუხაროდ, გინესის რეკორდსმენ ქუჩაში გავლა დღესდღეობით შეუძლებელია მასზე მდებარე ერთ-ერთი სახლის ავარიული მდგომარეობის გამო. სივიწროვის გამო რეკონსტრუქცია ძალიან რთულია, მაგრამ ქალაქის მესვეურები ცდილობენ გამოსავალი იპოვონ სიტუაციიდან. ისინი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა შეინარჩუნონ ეს ტურისტული მაგნიტი.



5.ყველაზე ძველი ქუჩა მსოფლიოში


image


გიზიდან კაირომდე გადაჭიმული გზა 4000 წელზე მეტი ხნისაა. ის დაარსდა პირამიდების მშენებლობის დროს, როცა მუშებს ქვები ქვის სამტეხლოდან პირამიდების მშენებლობის ადგილებამდე გადაჰქონდათ. იმის გათვალისწინებით, რომ გიზა ამჟამად კაიროს ნაწილს შეადგენს, ეს გზა ქალაქის ნაწილია და ის თავისუფლად შეიძლება ჩავთვალოთ ქუჩად. ქუჩის სიგრძე 12 კილომეტრია და ის მთავრდება ნილოსის ნაპირებთან. საინტერესოა, რომ ქუჩა ცნობილი გახდა მხოლოდ ХХ საუკუნის დასასრულს, მას შემდეგ, რაც მის შესახებ გინესის წიგნის წარმომადგენლებმა შეიტყვეს. ამის შემდეგ აქ ტურისტების ნაკადი არ წყდება.



1
118
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
118
  
2019, 17 მარტი, 19:57
კიდე ვიცი 1 ქუჩა უბრალოდ ჩაწერეთ Google-ში Baldwin Street.Dunedin და რატო გეუბნებით ამას.
ქუჩა არის დახრილი 35 გრადუსზე თავიდან ძაან არა დახრილი მერე სწორდება და მერე ძალიან იხრება გზა, ეს გზა გინესის რეკორდებშია შესური როგორც ყველაზე დახრილი ქუჩა მსოფლიოში
0 1 1