საზოგადოება ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს 2014, 15 ივლისი, 17:54 ყიფშიძის ქუჩაზე, 15 ივლიის, წინასწარი ინფორმაციით საკუთარ ავტოფარეხშივე ჩაცხრილეს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დამაარსებელი და ყოფილი მფლობელი, რუსთავის მერობის კანდიდატი რამდენიმე კვირის წინ ეროსი კიწმარიშვილი. შსს ადასტურებს ცნობას მისი გარდაცვალების შესახებ, მაგრამ გარემოებებზე ჯერ არაფერია ცნობილი და კომენტარებიც არ კეთდება. აღსანიშნავია, რომ ეროსი კიწმარიშვილმა რუსთავის მერობის არჩევნებში მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის სასარგებლოდ მოუწოდა თავის მხარდამჭერებს არჩევნებზე მისვლა, სხვა ოპოზიციურ კანდიდატებთან ერთად ის გაერთიანებული ძალებით დაუპირისპირდა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს (რომელმაც მიუხედავად ყველაფრისა არჩევნებში გაიმარჯვა) ცნობებს და დეტალებს მოგვიანებით გაცნობებთ 1009 3-ს მოსწონს 1-ს არა |
ჯონ დო---ბავშვური ლოგიკაა,იმაში,რომ ძარცვის გამო მოეკლათ.ზემოდან შეკვეთილის "სუნი"იმიტომ ასდის ამ საქმეს,რომ აქ ბიზნეს ინტერესები და ქონების მესაკუთრეობის ინტერესები შეეჯხა აქ ერთმანეთს და ამ ბიზნეს
ინტერესისა და ქონების ხელში ჩაგდების მთავარი მოქმედი პირი ბიძინა ივანიშვილია.-და სწორედ ეს ბადებს საფუძვლიან ეჭვს ზემოდან შეკვეთაზე.