შოუბიზნესი რიანა გერმანიის ნაკრებს გულშემატკივრობდა,ხოლო შემდეგ მათთან გაერთო კიდეც 2014, 14 ივლისი, 12:25 ასი ათასი მაყურებელიდან იყო ერთ-ერთი, რომელიც მარაკანას სტადიონზე აქტიურად გულშემატკივრობდა გერმანიის ნაკრებს, მათ ყოველ დარტყმულ ბურთზე რეაგირებდა, ხოლო გიოტცეს 113 წუთზე გატანილი გოლი ემოციურად აღნიშნა.ეს გახლდათ 26 წლის ბარბადოსელი მომღერალი, თანამედროვეობის № 1 პოპ-დივა რიანა.
ამასთანავე მომღერალმა უფრო დაწვრილებით აღწერა Twitter-ის გვერდზე გერმანია-არგენტინის მატჩის პერიპეტიები, ვიდრე ვთქვათ გარი ლინეკერმა ან სტენ კოლიმორმა. ბოლოს კი მაისური აიწია ისე, როგორც ფაბრიციო რავანელი იწევდა ხოლმე, როცა გოლის გატანას აღნიშნავდა. ამასთანავე პოპ-დივამ ფინალური მატჩის დაწყების წინ, მოახერხა და ფეხბურთის მეფეს-74 წლის პელეს შეხვდა და მასთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღო. ხოლო შემდგომ გერმანელ ფეხბურთელებს მიულოცა გამარჯვება და მთელი ღამე მათთან ერთად გაერთო. 67 5-ს მოსწონს
|