მუსიკა გარდაიცვალა ჯგუფ Ramones-ის უკანასკნელი წევრი 2014, 13 ივლისი, 19:52 66 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული პანკ-როკ ჯგუფის Ramones-ის
ერთ-ერთი დამაარსებელი ტონი რამონი.
ტონი გახლდათ ოქროს შემადგენლობიდან ჯგუფის უკანასკნელი წევრი, რომელიც ცოცხალი იყო. რამონი პარასკევს გარდაიცვალა ნიუ-იორკში.გარდაცვალების მიზეზი სანაღვლე გზების კიბო გახდა. იგი დაიბადა ბუდაპეშტში 1949 წელს, მისი ნამდვილი სახელი ტამაშ ერდეინი იყო.უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე ჯგუფის დაარსებიდან 1979 წლამდე. Ramones-ი 1996 წელს საბოლოოდ დაიშალა, ვოკალისტი ჯოუნი 2001 მოკვდა, ბასისტი დი დი 2002 წელს, ხოლო გიტარისტი ჯონი 2004 წელს. Ramones იყო ამერიკული პანკ-როკ ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ნიუ იორკში 1974 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფს შეზღუდული კომერციული წარმატება ჰქონდა, მაინც უდიდესი ზეგავლენა მოახდინა პანკ მოძრაობაზე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებში ასევე გაერთიანებულ სამეფოში. 24 3-ს მოსწონს
|