x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
17 წლის თურქი მოსწავლე იქნა აღიარებული, როგორც ყველაზე მაღალი გოგონა მსოფლიოში.


image
მეთერთმეტე
კლასელი თურქი მოსწავლე გახდა მსოფლიოში ყველაზე მაღალი
გოგო.

17 წლის თურქი გოგონა რუმეისა გელგი, რომლის სიმაღლე 2 მეტრი და 13 სანტიმეტრია, ოფიციალურად
იქნა აღიარებული როგორც ყველაზე მაღალი გოგო მსოფლიოში.

სპეციალური პრეზენტაციისას მას გადაეცა ჯილდო გინესის
რეკორდების წიგნის მესვეურებისაგან, პრეზენტაცია კი გოგონას მშობლიურ ქალაქში საფრანბოლუში
(თურქეთი) ჩატარდა.

გოგონა მეთერთმეტე კლასში სწავლობს და მშობლებთან,
ძმებთან და დებთან ერთად ცხოვრობს. მისი ოჯახის წევრები ჩვეულებრივი სიმაღლის არიან
გოგონასაგან განსხვავებით.

გოგონას ანომალიური სიმაღლე კი განაპირობა
მისმა უიშვიათესმა გენეტიკურმა დაავადებამ,
რომელიც „უივერის სინდრომის“ სახელითაა ცნობილი. ეს დაავადება იწვევს სიმაღლეში სწრაფ
ზრდას, სიმაღლესთან ერთად გოგონას არაჩვეულებრივი ზომის ხელები და ფეხები აქვს, მისი
ფეხის ზომა კი 47-ია.

არანორმალური სიმაღლე გოგონას პრობლემებსაც
უქმნის, მათ შორის გადაადგილებაში, რის გამოც ის იძულებულია გამოიყენოს სპეციალურად
მისთვის დამზადებული ხეიბრის ეტლი და გადასაადგილებელი კონსტრუქცია. ფეხსაცმელი კი
დაკვეთით მზადდება მისთვის.

„ეს საინტერესოა და მე მაიძულებს თავი განსაკუთრებულად
ვიგრძნო, მე ჩემი სიმაღლის წყალობით შემიძლია ნებისმიერი თარო უპრობლემოდ დავათვალიერო
და ამასთან ერთად ზევიდანაც ვერავინ გადმომხედავს“-იუმორსაც ურევს გოგონა ინტერვიუს
დროს, ეს სიტყვები მოჰყავს „Mail
Online”-ს.

გოგონას სპეციალურად ჩაუტარდა აზომვები გინესის
წიგნისათვის, რა დროსაც დაფიქსირდა მისი როგორც მსოფლიოში ყველაზე მაღალი გოგონას რეკორდი.

ექიმების დასკვნით გოგონა, რომ მისი სიმაღლე ამ დროისათვის 2 მეტრი და 13 სანტიმეტრია მეტს
არ გაიზრდება და ვერ შეძლებს მისივე თანამემამულის რეკორდის გაუმჯობესებას. გოგონას
თანამემამულე სულთან კოსენი ითვლება მსოფლიოში ყველაზე მაღალ ადამიანად, რომლის სიმაღლეც
2 მეტრი და 51 სანტიმეტრია.

ადრე ყველაზე მაღალ გოგონად მსოფლიოში ითვლებოდა კანადელი ანნა ხეინინგ სვონი, რომლის
სიმაღლე 2 მეტრი და 41 სანტიმეტრი იყო.

ყველა დროის ყველაზე მაღალ კაცად კი ამერიკელი
რობერტ უოდლოუ იყო, რომლის სიმაღლე 2 მეტრი და 72 სანტიმეტრი გახლდათ.

თურქი გოგონას რეკორდი გინესის რეკორდების
წიგნში ოფიციალურად 2015 ჩაიწერება.
imageimage


6
121
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
121
  
2014, 12 ივლისი, 16:36
18-19 საუკუნეში ხშირად იყო ეს დაავადება, თუმცა როგორც ცანს ჩვენს დროშიც იჩენს ხოლმე თავს და ასეთები დიდხანს ვერ ცოცხლობენ. შემეცოდა :((
2014, 12 ივლისი, 13:04
რა იყო ბავშვობაში ნაკელს უყრიდნენ? :)
2014, 12 ივლისი, 12:57
ვაიმე, რასა გავსსს:(
2014, 12 ივლისი, 12:56
:D :D :D :D :D :D :D :D :D ვაიმე :D:D :D:D :D აჰაჰაჰა ცუდად ვარ :D ისე რომ გავს მართლა :D
2014, 12 ივლისი, 12:53
პირველად რომ ვნახე სურათი, ბურჯანაძის შარჟი მეგონა. :))))
2014, 12 ივლისი, 12:52
ლოგინამდე რომმივა საქმე მერე ვეღარ იგრძნობ თავს განსაკუთრებულად :)) შემეცოდა მე
0 1 6